ფეხბურთელებს მეორე ეტაპზე ყვითელი და წითელი ბარათები არ გადაჰყვებათ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებს, რომლებსაც ყვითელი და წითელი ბარათები ჰქონდათ მიღებული, სპორტული სანქცია მეორე ეტაპზე არ გადაჰყვებათ. ამის შესახებ ორივე ლიგის გუნდებს უკვე შეატყობინა სფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტმა.

ვინაიდან, მეორე ეტაპზე გუნდები განახევრებული ქულებითა და შედეგებით გადადიან, სფფ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უპრიანი იქნება, თუ ფეხბურთელები განთავისუფლდებიან მიღებული ჯარიმებისაგან და მეორე ეტაპს სანქციების გარეშე უკლებლივ განაგრძობენ.

აღსანიშნავია, რომ სანქციის გაუქმება შეეხება მხოლოდ სპორტულ მხარეს, დასჯილ ფეხბურთელებს, ფულადი ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევთ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული