უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის უნდა გამართულიყო თბილისში თამაშის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე მოსული დიდი თოვლის გამო გადაიდო.
მატჩის გადადების გადაწყვეტილება შეხვედრის არბიტრებმა, დამკვირვებელმა, დელეგატმა და ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების წარმომადგენელმა ერთობლივად მიიღეს.
fcdinamo.ge