დავით ოდიკაძე: მარტვილის "მერანთან" რევანშისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
მარტვილის "მერანთან" მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი  თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ოდიკაძემ გააკეთა.

დავით ოდიკაძე: "ბოლო მარცხი "მერანთან" შეხვედრაში განვიცადეთ და მთელი გუნდი მოწადინებულია რევანშისთვის. მონდომებით ვემზადებით და ყველას გვსურს გამარჯვება.

რაც შეეხება მეტოქეს - "მერანი" ძალიან მებრძოლი გუნდია. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ უმაღლეს ლიგაში თამაშის.

გუნდიდან მინდა გივი დიდავა გამოვყო, რომელსაც არაერთი სეზონი გაუტარებია "დინამოში" და საკმაოდ გამოცდილი და მებრძოლი ფეხბურთელია.

ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და უკვე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩემპიონობა ჩვენ დაგვრჩება. ყველანაირად ვეცდებით გავახაროთ ჩვენი ნაღდი გულშემატკივრები, რომლებიც სულ გვერდში გვიდგანან".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული