გორის "დილა" რუსთავის "მეტალურგთან" დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. პლეი აუტში გორის "დილამ" ნაკრების ბაზა "ბასაზე" რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

რუსთაველთაგან გოლი მატჩის 84-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა "დინამო არენაზე", სადაც თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 22-ე წუთზე გიორგი დევდარიანის გუნდი ჩისკომ დააწინაურა, 10 წუთში კი თავი ალექსანდრე კოშკაძემ გამოიჩინა.

თითქოს ''დინამოს'' გამარჯვება საეჭვო აღარ უნდა გამხდარიყო, თუმცა 36-ე წუთზე, ხელით თამაშის გამო ირაკლი ძარიას მოედნიდან გაძევების შემდეგ მარტვილელებმა ჯერ გიგა
ჟვანიას ზუსტად შესრულებული პენალტით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, შემდეგ კი ლაშა ჩალაძის გოლით მატჩის საბოლოო შედეგი - 2:2 დააფიქსირეს.

თუ პლეი ოფის მეორე ტურის მთავარი მატჩის - "ზესტაფონი"-"ტორპედოს" შეხვედრის დიდთოვლობის გამო გადატანის შესახებ ცნობილი წინდაწინვე იყო, ბოლო მომენტში იგივე ბედი პლეი ოფში "კოლხეთი"-"ბაიას" შეხვედრამ, პლეი აუტში კი "დინამო" (ბთ)-"სიონისა" და "მერცხალი"-"ჩიხურას" მატჩებმა გაიზიარა.

პლეი აუტში "გურიამ" "გაგრას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, საბოლოოდ ფრეს (2:2) დასჯერდა.

"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში ცხინვალის "სპარტაკის" დამარცხება მატჩის მიწურულს, ლევან კუხალეიშვილის ერთადერთი გოლით შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუშინ საფეხბურთო გადაცემაში ობოლაძესთან განხილვაზე თქვეს ზესტაფონმა ტორბედო 3 - 0 დაამარცხაო და გოლებიც აჩვენეს,ესენი იძახიან გადაიდოო ვეღარ ვიგებთ სიმართლეს რა ხდება ბოლო ბოლო
vasiko basiladze
09:40 17-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული