ჯაბა ჯიღაური:"მერანთან" შეხვედრაზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. ყველამ კარგად ნახა თუ როგორი თამაში იყო. ირაკლი ძარიას გაგდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა შეხვედრის შედეგზე.
მოსაგები თამაში იყო და დასანანია, რომ ასეთ დაპირისპირებაში მეტად მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ძალიან რთული არის ათი კაცით თამაში.
შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდს გვქონდა შეხვედრაში გამარჯვების მიღწევის საშუალება, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა.
ასევე მინდა შევეხო იმ კურიოზულ ბურთს, რომელიც ჩვენს კარში გავიდა -
მიუხედავად დღევანდელი შედეგისა, მიმაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ჩემპიონობისთვის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ".
fcdinamo.ge