ჯაბა დვალი: მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებენ.

ტელეკომპანია "არგოსთან" საუბარში "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა რუსთავის "მეტალურგთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

ჯაბა დვალი: "ვემზადებით "მეტალურგთან" თამაშისთვის. მოგეხსენებათ რუსთაველები ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. ყველანაირად ვეცდებით მოვიგოთ, რადგან საკუთარ კედლებში ვთამაშობთ. გვინდა ამ გამარჯვებით სხვაობა კიდევ უფრო გავზარდოთ.

ჩვენი გულშემატკივარის იმედი გვაქვს. მათ ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ".

თორნიკე გორგიაშვილი: "საკმაოდ რთული თამაში გველოდება, "მეტალურგი" ერთ-ერთი ლიდერია, თან ქულებითაც ჩვენ შორის დიდი სხვაობა არაა. ჩემი აზრით კარგი
თამაში იქნება და იმედი მაქვს მრავლად გულშემატკივრი მოვა და მხარს დაგვიჭერს. მთლიანობაში კი კარგი მატჩი იქნება და როგორც ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ".

ედიკ საჯაია: "ეს მატჩი ფაქტიუარდ გადამწყვეტი შეიძლება გამოდგეს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც. რაც შეეხება გულშემატკივარს, თბილისის "დინამოსთანაც" საკმაოდ იყვნენ და რაც უფრო მეტნი მოვლენ სტადიონზე მით უფრო გავახარებთ".

როინ კვასხვაძე: "ჩემპიონობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშია. უახლოესი მდევარი "მეტალურგია" და ჩვენთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული