გიორგი ჭიაბრიშვილი: "გამარჯვება ყოველთვის გვწყურია და გვინდა. უკეთესი იქნებოდა თბილისის "დინამოთან" მოგვეგო, მაგრამ ახლა რუსთავის "მეტალურგთან" გვიწევს თამაში.
მოგეხსენებათ, სხვაობა ჩვენს შორის 2 ქულა და ერთი გამოტოვებული მატჩია. იმედი მაქვს ამ თამაშს მოვიგებთ და უფრო კომფორტულად ვიქნებით სატურნირო ცხრილში.
ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ "ზესტაფონს" გიორგი ხიდეშელი დაუბრუნდა. ის გუნდს გასული წლის ივლისში გამოაკლდა.
გიორგი ხიდეშელი: "რაც შეეხება მკურნალობას, ის დასრულდა. თბილისის "დინამოსთან" წინა მატჩი 18-კაციან განაცხადშიც ვიყავი.
გულშემატკივარს პირველ რიგში მადლობას გადავუხდი, რომ ამ ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდა.
რუსთავის "მეტალურგთან" მატჩი კი ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა. წარმატბას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს და მთელ ზესტაფონს".