"დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა და ზედიზედ მეექვსე ფრე მიითვალა. ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებზე დინამოელებმა შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი საბოლოოდ კარში გულვერდ თომაშვილმა გაგზავნა, თუმცა რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება გეწაძის გოლით მატჩის 74-ე წუთზე შეძლეს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონი" მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა "დილასთან".
პლეი
ზესტაფონი-დილა 2:3
გოლები: 0:1 ბეჭვაია (6), 0:2 ხოჯავა (22), 1:2 დვალი (29), 1:3 ვაწაძე (57), 2:3 დვალი (62)
ტორპედო-ბაია 2:1
გოლები: 1:0 გამეზარდაშვილი (4), 2:0 გოცირიძე (29), 2:1 ლომია (63)
დინამო-მეტალურგი 1:1
გოლები: 1:0 თომაშვილი (5), 1:1 გეწაძე (74)
კოლხეთი-მერანი 4:1
გოლები: 1:0 გვალია (22), 2:0 დათუნაიშვილი (32), 3:0 ცხვიტარია (37), ქებაძე (76), 4:1 გრიგალაშვილი (77)