ოთარ ხიზანეიშვილი: თავდასხმის გაძლიერების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა ოთარ ხიზანეიშვილმა რუსთავის "მეტალურგთან" (1:1) საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეექვსე ტურის მატჩზე ისაუბრა. 

"მეტალურგთან" მძიმე თამაში გამოვიდა. სტადიონზე მოსულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა ძირითადად ბურთისთვის ბრძოლა იხილა, ვიდრე სანახაობრივი თამაში.

დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ძალიან რთულია ითამაშო გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე. ფეხბურთი არის თამაში, სადაც გამარჯვებისთვის გოლის გატანა არის საჭირო, ჩვენ კი დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან გვიჭირს.

რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ, ვგრძნობ, რომ გუნდთან ერთად მეტის მიღწევა შემიძლია.

"დინამოში" დაბრუნების შემდეგ ორი თამაში ჩავატარე და
ვფიქრობ, პირველთან შედარებით (კოლხეთთან 1:1) დღეს უკეთესად ვითამაშე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი მოედანს და ლოგიკურია, ჯერ სასურველ სათამაშო ფორმაში არ ვიმყოფები.

გუნდში ყველანი გვერდით მიდგანან და ადაპტაციის პრობლემა ნამდვილად არ მქონია - მჯერა "დინამო" სასურველ თამაშს მალე იპოვის, თუმცა ვიმეორებ, თავდასხმის ხაზის გაძლიერების გარეშე ეს ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა ხიზანეიშვილმა.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული