მანამდე კი "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" შორის მხოლოდ ერთქულიანი დაშორებაა და ერთპიროვნულ ლიდერებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.
"ზესტაფონთან" სათასო მარცხი "მეტალურგის" წევრთათვის არ იქნება იოლად დასავიწყებელი, მაგრამ რუსთაველები ვალდებულნი არიან, ამ შოკიდან დროულად გამოვიდნენ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლა განაგრძონ.
ზუგდიდში სტუმრობა კი სახალისო არავისთვისაა და გამონაკლისი არც "მეტალურგია" - კობა
ერთი შეხედვით, შედარებით იოლი მატჩი ელის "ზესტაფონს", თუმცა "კოლხეთმა" ამ სეზონში არაერთი ფავორიტი გაამწარა და ზესტაფონშიც შეეცდება საკუთარი ძალის დემონსტრირებას.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა საქართველოს თასის ფინალში გასვლით საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნა და სავსებით შესაძლებელია, იმ შეხვედრის მოგებით საქართველოს მოქმედ ჩემპიონთა მცირე კრიზისიც დასრულდეს.
ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით მესამე ადგილისთვის გაჩაღებულ ბრძოლასაც, რომელშიც დღეიდან გორის "დილაც" აქტიურად ჩაერთვება, თუ შინ თბილისის "დინამოს" დაამარცხებს. ამ შემთხვევაში "დილა" "დინამოს" ქულებით გაუთანაბრდება, მოგებათა მეტი რაოდენობით კი გადაასწრებს.
"ტორპედო" კი დღეისთვის მდევრებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია - თუ გია გეგუჩაძის გუნდი მარტვილიდან ქუთაისში ხელცარიელი არ დაბრუნდა და ამავდროულად, "დინამოს" გორში ხელი მოეცარა, მესამე პოზიციასაც გაიმყარებს და, შესაბამისად, ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსსაც გაიზრდის.
ტურის ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ მუმლაძის დებიუტია. ამ გამოცდილ სპეციალისტს განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - მუმლაძეს არაერთ ქართულ კლუბში უმუშავია, ყველაზე წარმატებული კი "ვიტ ჯორჯიას" თავკაცის პოსტზე იყო, როცა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადა.
მუმლაძეს დროებითი მწვრთნელის სტატუსი აქვს, მაგრამ თუ შეძლო და ექსტრემალურ ვითარებაში "დინამო" შედეგიანად აათამაშა, შესაძლოა, მას ამჟამინდელი თანამდებობა გაცილებით ხანგრძლივი დროითაც შესთავაზონ.
"ზესტაფონისა" და "მეტალურგის" მონაწილეობით გასამართ შეხვედრებს დიდი ინტერესით ველით, თუმცა, ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, "დილა"-"დინამოა".
პლეი აუტში კი ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია. "მერცხალის" გარდა, უმაღლეს ლიგაში თამაშის შანსი ყველას აქვს, შედარებით რთულ მდგომარეობაში კი დღეს "გაგრა", "ბათუმი" და "სპარტაკი" არიან და მათ დროულად გამოცოცხლება მართებთ.
"ბათუმი" და "გაგრა" ერთმანეთს აჭარაში ეთამაშებიან და მათ შორის დამარცხებული მდგომარეობას ძალიან დაიმძიმებს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. VIII ტური
პლეი ოფი
22.04. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 16:00
ბაია-მეტალურგი
22.04. მარტვილი. ცენტრალური 16:00
მერანი-ტორპედო
22.04. გორი. თ.ბურჯანაძე. 17:00
დილა-დინამო
22.04. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 19:00
ზესტაფონი-კოლხეთი
პლეი აუტი
21.04. ოზურგეთი. მეგობრობა. 16:00
მერცხალი-ჩიხურა
21.04. საჩხერე. ცენტრალური 16:00
ჩიხურა-სიონი
21.04. ლანჩხუთი. ევ.შევარდნაძე. 16:00
გურია-სპარტაკი
22.04. ბათუმი. ადელი 16:00
ბათუმი-გაგრა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"