ზვიად სიჭინავა: ყველა დამნაშავე მსაჯი სამაგალითოდ დაისჯება

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ოფიციალური კომენტარი გააკეთა იმ საგანგებო განცხადებაზე, რომელიც 24 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე სფფ-ის პრესსამსახურმა გაავრცელა (იხილეთ განცხადება).

"კლუბების მხრიდან შემოსულ ყველა საჩივრის წერილს ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლით. ფედერაციაში შემოსული ათზე მეტი წერილი ეხება ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებში ნათამაშებ მატჩებს.

ვინაიდან ჩემპიონატი მიმდინარეობს და ძალზე დაძაბულ ფაზაშია, ჩვენ მხოლოდ უფლებამოსილება შევუჩერეთ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს და სეზონის ბოლომდე კომიტეტის ფუნქციებს ის საგანგებო კომისია შეასრულებს, სადაც შედიან სფფ-ის გენერალური მდივანი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და თავად მე.

პარალელურად, მოხდება საკითხის დაწვრილებით შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.

წერილებს თან ერთვის ვიდეომასალაც, რომლის შესწავლის შემდეგ, თუ მსაჯების ბრალეულობა დამტკიცდება, პირობას გაძლევთ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება და საერთოდ მოსცილდებიან ეროვნულ ჩემპიონატს.

საჩივრის წერილებში ყველა კლუბს სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვს. დაინტერესების შემთხვევაში, ჟურნალისტებს შეუძლიათ თავად კლუბებს მიმართონ და დეტალები მათგან შეიტყონ.

წლევანდელი ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ ამ კუთხით პრობლემები მოგვარდებოდა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება მოგვეხდინა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია მოვაწესრიგოთ. ამასთან, ძალიან კარგად მესმის ამა თუ იმ კლუბის გულშემატკივრების აღშფოთებაც და ჩვენთვის მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს მსაჯების ის რაოდენობა, რაც რეალურად საჭიროა. ამიტომ ჩვენს მსაჯებს უწევთ ერთი და იგივე გუნდების თამაშების განსჯა. რატომ ნაწილდებოდნენ ეს მსაჯები ასე და როგორ ხდებოდა მათი დანიშვნა, ამ ყველაფერს ვარკვევთ და ჯერჯერობით ამ თემაზე მეტი საუბარი არ შემიძლია.

მე შევხვდი ბატონ ლევან ფანიაშვილს და პირადად ვუთხარი ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დროებითია და ამ ადამიანების უფლებამოსილების საკითხი მხოლოდ ყველაფრის გარკვევის შემდეგ გადაწყდება".

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ დასაჯელი შენ თვითონ ხარ და მერე ალბათ ისე დაისჯებიან როგორც ის ფეხბურთელები ხო ?!
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო..
zaza
11:27 25-04-2012
0
თქვე უნამუსოებო რომ წუწუნებთ მსაჯები ცოტა გვყავსო ვინც გყავთ იმათ თუ უფრთხილდებით? პოლიციის მაღალჩინოსნები რომ შეუვარდნენ სამეგრელოში მსაჯებს და რომ გალახეს შენ არ იყავი დომენტ რომ იძახდი ეს ჩვეულებრივი ამბავია მერე რა მოხდაო?
goga
10:12 25-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული