საქართველოს ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს - რუსთავის "მეტალურგი"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი ოფის IX ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" გათამაშების ლიდერ "ზესტაფონს" უმასპინძლა. დრამატულ "იმერულ დერბიში" გამარჯვება გია გეგუჩაძის შეგირდებს დარჩათ - 2:1.

მატჩის მე-11 წუთზე მასპინძლები გიორგი კუხიანიძემ დააწინაურა. "ზესტაფონმა" გათანაბრება პირველსავე ტაიმში, თორნიკე გორგიაშვილის გოლით შეძლო. შეხვედრის ბედი კი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ნიკა ფირცხალავამ გადაწყვიტა, რომლის გოლმაც "ტორპედოს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სამაგიეროდ, ეს მარცხი სატურნირო ცხრილში ლიდერობის
დაკარგვად დაუჯდათ ჩემპიონებს, რადგან რუსთავის "მეტალურგმა" მინიმალური ანგარიშით გორის "დილას" სძლია და პირველად გალიდერდა.

ზედიზედ ნათამაშები 8 ფრეს შემდეგ ნანატრი გამარჯვება იზეიმა თბილისის "დინამომ", რომელმაც მარტვილში "მერანს" 3:1 სძლია.

რამაზ მუმლაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. 17–ე წუთზე თავი მიკელ ალვარომ შორეული დარტყმით გამოიჩინა. მასპინძლებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს  -  60–ე წუთზე ჟვანიამ კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავი ზუსტად დაუხვედრა.

დინამოელებმა 75–ე წუთზე კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა ჯარიმა, ექვს წუთში კი ირაკლი ძარიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

ტურის კიდევ ერთი მატჩი ზუგდიდში გაიმართა, სადაც "ბაია" ფოთის "კოლხეთთან" 2:3 დამარცხდა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 23 14 3 6 32-23 45
2. ზესტაფონი 23 12 7 4 41-25 43
3. ტორპედო 23 10 5 8 25-22 35
4. დინამო 23 8 10 5 38-29 34
5. დილა 23 7 7 9 25-24 28
6. კოლხეთი 23 6 8 9 20-28 26
7. ბაია 23 5 7 11 21-32 22
8. მერანი 23 5 3 15 26-45 18
თბილისელებმა ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. შეხვედრის 17–ე წუთზე გოლი მიკელ ალვარომ შორეული დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მერანის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს – 60–ე წუთზე გოლის გატანა ჟვანიამ მოახერხა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მან თავი დაახვედრა – 1:1

დინამოელებმა 75–ე წუთზე კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა ჯარიმა, ექვს წუთში კი მორიგი გოლიც ვიხილეთ... 81–ე წუთზე ირაკლი ძარიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 დინამოელთა სასარგებლოდ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ესაა ფედერაციის დანაშაული. ისეთი სისტემა შექმნეს, ჩაწყობის საშუალება მისცეს გუნდებს! გამოიძიეთ!!! დამნაშავეები მოკვეთეთ უმაღლსი ლიგიდან! მსგავსი რომ აღარ განმეორფეს
beqa
10:57 30-04-2012
0
ეს გუნდი ლიდერი კიარა მეორე ლიგაში უნდა დაქვეითდეს! სირცხვილია! ამდენი ჩაწყობილი თამაშების შემდეგ!
kkkkk
10:55 30-04-2012
0

სიახლეები პოპულარული