სიონი-ბათუმი 1:0
1:0 მეტრეველი (10, ჭანკოტაძის პასით)
სიონი ბათუმი
4-4-2 4-5-1
ბობღიაშვილი მ. ალავიძე
კობაური რამიშვილი
სვანიძე კაჭკაჭიშვილი
ქემოკლიძე ზ. ლობჟანიძე
ჩიკვილაძე ქორიძე
ჯოჯუა გოგიტიძე
ქუცურუა ცანავა
დ.ბოლქვაძე ნასუაშვილი
ჭანკოტაძე ბერიძე
მეტრეველი დიასამიძე
უგულავა ბაციკაძე
მწვრთნელები:
ხ. ქასრაშვილი გ. გურული
სიონი
17. ქემოკლიძე - ოქროპირიძე
32. უგულავა - რეხვიაშვილი
73.ჭანკოტაძე - ნემსაძე
სათადარიგოები: ვ.ლობჟანიძე, ჩხეტიანი, ავსაჯანიშვილი, კაციტაძე
ბათუმი
50. რამიშვილი - მაკარიანი
63. ცანავა - ჯორბენაძე
78. დიასამიძე - ვ. თევდორაძე
სათადარიგოები: ფარტენაძე, ზოიძე, ტაკიძე, მამეიშვილი
გაფრთხილება: ჯოჯუა(11), ცანავა(21)
არბიტრი: ლ.სილაგავა
ბოლნისის "სიონმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო, რითაც
ბათუმელებმა არცთუ უნიათოდ იბრძოლეს, თუმცა გამარჯვებას "სიონი" ნაღდად იმსახურებდა და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა.
ვერ ვიტყვით, რომ პირველი ტაიმი დიდად საინტერესო გამოდგა. გოლი კი მართლაც მოხდენილ კომბინაციას მოჰყვა - მიხეილ კობაურის დაწყებული შეტევა დავით ბოლქვაძემ გააგრძელა, საგოლე გადაცემა გიორგი ჭანკოტაძემ შეასრულა და ზვიად მეტრეველმაც ხელსაყრელი პოზიციიდან გადაგზავნა ბურთი ბადეში.
შესვენებამდე ბოლნისელებს კიდევ შეეძლოთ გატანა - ბოლქვაძის ჯარიმა მიხეილ ალავიძემ მოიგერია.
მეორე ტაიმში ზღვისპირელები შედარებით აქტიურად ათამაშდნენ შეტევაში. თორნიკე ბერიძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაში. ღონიერადაც მოუქნია ბურთს ფეხი - დარტყმას "სიონის" ერთ-ერთი მცველი გადაეღობა. აქედან ცოტა ხანში ბერიძემ უკვე შორეული საჯარიმო დარტყმით სცადა ბედი. მინდია ბობღიაშვილს ბურთის შემაგრება გაუჭირდა. დამატებაზე ყველას ალექსანდრე ბაციკაძემ დაასწრო, მაგრამ სიზუსტემ დააღალატა.
ამის შემდეგ მოედანზე კვლავ "სიონი" გაბატონდა. მეტრეველმა ითამაშა კარგად, ერთი მცველი ჩამოიტოვა, მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და კარის შორეულ კუთხეს ააცილა.
"სიონის" დამრიგებელმა ხვიჩა ქასრაშვილმა მოედანზე ვაჟა ნემსაძე შეუშვა, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში. სწორედ ნემსაძის ჩინებული პასით მეტრეველი ერთხელაც აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, გოლის გატანასთან ახლოს რომ იყო - მცველს თავგზა აუბნია, მეკარეღა დარჩა დასაჯაბნი, თუმცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და დარტყმაც გაუცუდდა.
შეხვედრის ბოლოს გიორგი ქუცურუა მოვიდა იშტაზე. ჯერ მეკარის ხელებს შეაწყვიტა ბურთი. მერე კი მიზანი ვერ გაისწორა.
მატჩის შემდეგ ბოლნისელებს რევაზ ქემოკლიძის ტრავმა ადარდებდათ, ვისაც საზარდული დაუშავდა და ჯერ უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.
და კიდევ: "ბათუმს" ოციოდე ფანი ქომაგობდა. ცისფერი ბუშტები მოემარჯვებინათ, თავიანთი გუნდის ტრადიციული ფერის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"