პლეი ოფის X ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მეცხრე ტურში რუსთავის "მეტალურგმა" "ზესტაფონს" პირველად გადაასწრო, 2 მაისს კი მარტვილში გამარჯვების მომტანი გვიანი გოლი გაიტანა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უკვე ხუთი ქულით ჩამოიტოვა.

სულ ცოტა ხნის წინ ეს ძნელი წარმოსადგენი იყო, ახლა კი კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოა.

6 მაისს რუსთავში "მეტალურგი"-"ზესტაფონია" და თუ ქვემოქართლელებმა უშუალო კონკურენტს სეზონში პირველი შეხვედრა მოუგეს, ოქროს მედლებს მალევე გაინაღდებენ; ხოლო, თუ ფრედ ითამაშეს, ჩემპიონობას ოდნავ გვიან, მაგრამ, ალბათ, მაინც იზეიმებენ.

ერთი სიტყვით, "ზესტაფონი" ბოლო იმედს უნდა მოეჭიდოს. გასულმა ტურმა კი, დაგვეთანხმებით, განსაკუთრებული
სიახლეები მოგვიტანა.

"ზესტაფონისა" და "დინამოს" მატჩი პირდაპირი ტელეეთერით გადაიცა და დაგვეთანხმებით, დიდად ხარისხიანი თამაში არ გვინახავს. ორივე გუნდის შესრულებით გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთი გვახსოვს. განსაკუთრებით კი, ფეროელების არასახარბიელო ასპარეზობა უნდა გამოვყოთ.

აშკარაა, რომ "ზესტაფონს" ცუდი პერიოდი უდგას. ჩემპიონებმა ბოლო წამებზე მიღებული გოლით ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და საინტერესოა, შეძლებენ თუ არა გიორგი ჭიაბრიშვილი და მისი ფეხბურთელები ამ სტრესული სიტუაციიდან დროულად გამოსვლას და რუსთავში ბოლო საჩემპიონო შანსის გამოყენებას.

"დინამოს" ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ მის სასარგებლოდ ტაბლო უკვე მეტყველებს. რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით ხომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა (თანაც, ორივე გასვლაზე), რასაც ცუდად მომზადებული გუნდი ნამდვილად ვერ შეძლებდა.

მუმლაძის ნამუშევრის შეფასება სეზონის ბოლოსთვის გადავდოთ, მაგრამ უკვე ნათელია, რომ მან საქმე კარგად დაიწყო.

გამოცოცხლდა "ტორპედოც" და "კოლხეთთან" საშინაო გამარჯვებით "დინამო" მესამე საფეხურამდე არ მიუშვა. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა უშეღავათოდ მიმდინარეობს და, წესით, ასე უნდა გაგრძელდეს სეზონის ფინიშამდე.

6 მაისს "დინამო" ქუთაისელებს ეროვნულ სტადიონზე მიიღებს და "ქართული კლასიკო" ძალიან ბევრ რამეს გაარკვევს.

თუ რომელიმემ მოიგო, ევროსაგზურისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, ფრე კი უპრინციპულეს მეტოქეებს დარჩენილ ტურებზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.

X ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge


სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

მომდევნო ტური
6 მაისი, კვირა
დილა-კოლხეთი
ბაია-მერანი
მეტალურგი-ზესტაფონი
დინამო-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით, რა... რაც კვასხვაძემ გააკეთა დინამოსთან, მაგის მერე ლორია უნდა იყოს ტურის საუკეთესო მეკარე? ორჯერ აიღო ერთი-ერთზე ბურტი კვასხვაძემ. კი არ მოიგერია, აიღო...
beqamilan
15:42 04-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული