ნიკა საბანაძე: საქართველოში ფეხბურთი ისე არსად უყვართ, როგორც ქუთაისში

AutoSharing Option
წინა ტურში ქუთაისის "ტორპედომ" შინ ფოთის "კოლხეთს" 3:1 რომ მოუგო, ორი გოლი ნიკა საბანაძემ გაიტანა.

მანამდე "ტორპედომ" "ზესტაფონი" დაამარცხა 2:1. გადამწყვეტი ბურთი შეხვედრის ბოლო წუთზე შეაგდო და ის საგოლე კომბინაციაც საბანაძემ წამოიწყო.

საბანაძე "ავაზას" აღზრდილია. ეს ერთობ სპეციფიკური სკოლაა, აქვს საკუთარი ხელწერა. ამ სკოლიდან დაიწყეს გზა უმცროსმა მიშა მესხმა, არველაძეებმა, ლევან კობიაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა...

რამდენიმე წლის წინ მომიწია "ავაზას" საშინაო თამაშებზე დასწრება. საბანაძეც პირველად მაშინ ვნახე. მას მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მის თამაშში ნაკლის აღმოჩენა შეუძლებელიც კი იყო. ის
ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენებზე.

საბანაძემ არაერთი ქართული გუნდის და აგენტის ყურადღება მიიქცია. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ის მალე დატოვებდა "ავაზას", თუმცა ასე არ მოხდა. საბანაძეს საქართველოს 19-წლამდელთა მწვრთნელებიც აკვირდებოდნენ და სწორედ იმ მომენტში ნიკამ "ავაზას" ერთ-ერთ საშინაო მატჩში ხელი მოიტეხა.

"კარიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად გადადგა ნაბიჯი წინ. იყო დაინტერესება როგორც ქართული, ისე უცხოური გუნდიდან. ამასობაში "ავაზაში" რამაზ მუმლაძე მოვიდა და ცოტა ხნით დარჩენა მირჩია. მალე მუმლაძე ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გახდა და მეც თან წამიყვანა", - ამბობს საბანაძე.

ერთია "ავაზა" და სულ სხვა არის გაცილებით დიდი ტრადიციების გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს. საბანაძისთვისაც ადვილი არ გამოდგა ფეხის მოკიდება "ტორპედოში"...

"თავიდან მართლაც გამიჭირდა. უმაღლესი ლიგა სულ სხვა არის, ფსიქოლოგიურადაც გამიძნელდა ახალ სიტუაციასთან შეწყობა. მანამდე ხომ უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ მქონდა ჩატარებული. ეს სულ სხვა პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. რთულმა პერიოდმა ექვს თვეს გასტანა, მერე კი თანდათან ავთამაშდი. მუმლაძის დამსახურებაა, რომ კარიერაში წინ წავიწიე".

საბანაძე ახლა "ტორპედოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, თუმცა ბოლომდე არ გვინახავს ის, რაც მას შეუძლია. ნიკას თითქოს ყველანაირი საფეხბურთო მონაცემი აქვს, მაგრამ შესაბამისი ეფექტი ჯერაც არ ჩანს და საბანაძეს ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"ტორპედოს" მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დამსახურებაა, ამ დროისთვის კარგ ფორმაში რომ ვარ. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში და მასთან მუშაობა ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდად მეხმარება. ამ მწვრთნელთან მოხვედრას ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ინატრებდა", - გვითხრა საბანაძემ.

თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლის გატანაა. ამ საქმეს კი მაქსიმალური კონცენტრაცია, მტკიცე ხასიათი სჭირდება. ამის გარეშე ფორვარდის სხვა კარგი თვისებები შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს.

"კონცენტრაციის გამომუშავებაზე განსაკუთრებულად ვმუშაობ. ჯერ კიდევ ბევრი შრომა მჭირდება, რომ ძლიერ თავდამსხმელად ჩამოვყალიბდე".

როგორც უნდა იყოს, თბილისიდან ქუთაისში ჩასულისთვის იქაურობასთან შეგუება იოლი არ არის. ფეხბურთელი დედაქალაქიდან სხვაგან რომ მიდის სათამაშოდ და საცხოვრებლად, რაღაც-რაღაცები აქვს გადასალახი.

"პირველ პერიოდში მართლა გამიჭირდა, მოწყვეტილი ვიყავი ოჯახსა და მეგობრებს. არც ახლაა ადვილი ჩემთვის აქ ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს მიჩვევა უნდა. ამ დროისთვის უკვე გაცილებით მიადვილდება აქაურ გარემოსთან შეგუება".

საბანაძემ ისიც გვითხრა, როცა ორი თავდამსხმელით ვთამაშობთ, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, თუმცა 4-3-3 განლაგებაშიც არ მიჭირს თამაშიო.

"ტორპედო" ახლა მესამე ადგილზეა და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძვის, რაც ევროლიგაზე თამაშის გარანტიას იძლევა. ქუთაისელთა მთავარი კონკურენტი "დინამო თბილისია", რომელსაც ერთი ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.

"კარგი თამაში იქნება, სერიოზულად ვემზადებით. ორივე გუნდი განსაკუთრებული შემართებით რომ იბრძოლებს, თქმა რად უნდა. დიდ როლს ითამაშებს, თუ ვინ ვის აჯობებს ტაქტიკაში", - ასე მიაჩნია საბანაძეს.

დაბოლოს, "ტორპედოს" 21 წლის თავდამსხმელმა ქუთაისელ გულშემატკივრებზე გვითხრა:

"ფეხბურთი საქართველოში ისე ძლიერად არსად უყვართ, როგორც ქუთაისში. ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ჩვენ გვყავს. იმედი მაქვს, რომ ქუთაისიდან თბილისში ბევრი ქომაგი ჩამოვა 6 მაისს "დინამოსთან" ჩვენ მხარდასაჭერად".

"ნიკა საბანაძე: ყველაზე მაგარი ქომაგი ჩვენ გვყავს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ინტერმა ჩემპიონთალიგა მოიგო ერთი იტალიელით...თუ ჩვენ არგვეკადრება?მაგენზე დიდი ტრადიციებიგვაქ ფეხბურთში თუ რატო?...თუ მაინდამაინც ის გინდათ რო ნაპრინციპ ქუთაისელებმა იტამაშონ ყველამ და ვაგოთ ტყუილად თამაშები?ქართველები ხოარიან ძმაო...არაგვყავს ქუთაისელი ბიჯები მაგათზე უკეტესები ეხლა ნამდვილად...თუვინმე ახალგაზრდაიყო ტორპედო პირველლიგაში როთამაშობდა ქუთაისელი ბიჭები ზესტაფონის დუბლებში და დინამოში მიდიოდნენ...ათამაშდნენ და დავითრევთ ქუთაისელ ბიჭებსაც ძმაო და არავინ დოუმალავს ნიჭს...ქუთაისელი კაცივარ სულით და ხორცით და შემევევლე ჩემქალაქს...მეცჩემი მინდა რომყავდეს მარა რეალურად შევხედოთ...თუგინდა გურული ატამაშებენ სასტავში მარა რაშვება...კინახავდით კოლხეთთან...
Zalia
16:51 04-05-2012
0
რა თბილისელი რა ქუთაისელი, რა აზრი აქ ვინ ითამაშებს? აბა გვერძე გაიხედეთ, მერე ქუთაისში გყავთ მაგარი ფეხბურთელები? ქუთაისლები რო ათამაშონ მთლად ჩაისვრის გუნდი და მერე დაიწყებთ გეგუჩაძე წადი შენი დედა მოვტყანო, მაგაში მაგრები ვართ გვერდით დგომა არ ვიცით , როცა საქმე კეთდება, დაავაცადოთ გეგუჩაძეს თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, რა შუაშია აქ თბილისელი და Qუთაისელი
giga
16:44 04-05-2012
0

სიახლეები პოპულარული