ციმაკურიძე დინამოში ითამაშებს, რობერტინიო დაისვენებს, ვაწაძე ბრუნდება?

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია - "დინამოს" მალე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ციმაკურიძეც დაემატება. ეს თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი კაჭარავამაც დაგვიდასტურა. თუმცა, მისივე თქმით, ტაილანდური კლუბიდან ციმაკურიძის გათავისუფლების ფურცელი დღემდე არ მოსულა.

"დინამოს" ლაზარეთში კი მატებაა - ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრა რობერტინიომ ტრავმის გამო ვერ დაასრულა. ბრაზილიელი სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა "დინამოს" ექიმის, გიორგი მაზავრაშვილის კომენტარი, საიდანაც ვიგებთ, რომ ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა აქვს და 2-3 კვირა ვერ ივარჯიშებს.
ამჟამად კაჭარავას ძირითადის ოთხი მოთამაშე აკლია - რობერტინიოს
გარდა, მკურნალობს მათე ვაწაძეც. დაშავებულნი არიან აგრეთვე ედნილსონი და ნიკა ფირცხალავაც. ვაწაძე მოედანს, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში (24 სექტემბერი) დაუბრუნდება, როცა "დინამო" ბოლნისში "სიონს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული