ყოველ შემთხვევაში, გუნდების წარმომადგენლები სწორედ ამას ამბობენ.
მალხაზ ჟვანია ("მერანის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩემი აზრით, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-ამდე გაზრდა სასურველი იქნება. ასე უფრო მეტი ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოჩნდება და ჯამში, თავის გამოჩენის შანსი მეტ ადამიანს მიეცემა.
ამბობენ, რომ მოედნები და სტადიონები არ არისო. ცხადია, ეს პრობლემაა და შესაძლოა, კიდევ დიდხანს ვილაპარაკოთ
მთავარია, რომ რეგიონებში გუნდების განვითარებას დიდი ყურადღება მიაქციონ და იმედია, ფეხბურთს უფრო მასშტაბურად დაეხმარებიან".
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი):
"დარწმუნებული ვარ, ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი წამოიჭრება. არ ვიცი, ყრილობაზე ამაზე იმსჯელებენ თუ არა, მაგრამ წესითა და რიგით, ასეც უნდა მოხდეს.
რაც მთავარია, ვიცი, რომ ლიგის გაზრდას სხვა გუნდებიც არ ეწინააღმდეგებიან. ეს იმიტომ, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის კალენდარი უფრო მისაღებია. ეს არის კლასიკური და ყველაზე მისაღები ვარიანტი - უკეთ დავგეგმავთ მოსამზადებელ ციკლს, მატჩებს შორის უფრო გონივრული პაუზა იქნება და ფეხბურთელები არა ქანცგაცლილები, არამედ ძალებაღდგენილები ითამაშებენ.
სხვათა შორის, ჯერ ჩვენ შეკრება სწორედ იმის გამო არ დაგვიგეგმავს, რომ არ ვიცით, უმაღლესში რამდენი გუნდი ითამაშებს.
კლუბების ხელმძღვანელთა შეკრებაზე ამ საკითხზეც ილაპარაკებენ და გუნდების წარმომადგენელთა აზრითაც დაინტერესდებიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
მწვრთნელთა უმრავლესობა 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობა
საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური
16 გუნდი იმიტომ არის კარგი რომ, 4-5 გუნდი ლიდერობს, 4-5 გუნდი დასარჩენად იბრძვის. 6-8 გუნდი შუაშია. ჰოდა თავისუფლად გაყიდის თამაშებს.
ჰო კიდევ სულ 30 თამაშია წელიწადში, ამ ზარმაცებისთვის ნამდვილად უკეთესია.