ისიც ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთის რეგიონულ ფედერაციას მომავალი სეზონისთვის პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდის ჩამოყალიბება დაავალა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კახეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა როსტომაშვილს მივმართეთ, რომლისგანაც საინტერესო სიახლეები შევიტყვეთ.
"ბოლო წლებია, კახეთს ეროვნული ჩემპიონატის არცერთ ლიგაში წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხარო ფაქტია.
მოხარული ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მთავრობამ თელავის სტადიონის რეკონსტრუქცია რომ წამოიწყეს. პირობად კი წამოგვიყენეს, რომ აუცილებლად აღვადგინოთ გუნდი.
მან ჯერ არ იცის, "კახეთი" პირველ ლიგაში იასპარეზებს თუ რეგიონულში, მაგრამ მთავარ ფაქტორად ის მიაჩნია, რომ კლუბის აღორძინებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაა დაინტერესებული და არსებობს რამდენიმეწლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, "კახეთმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი ეტაპობრივად უნდა დაიბრუნოს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება და კახეთის ფეხბურთი, რომელიც ბოლო წლებში ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს.
როსტომაშვილს იმედისმომცემად ის ამბავი მიაჩნია, რომ ბოლო წლების კრიზისის მიუხედავად, კახეთის არცერთ რაიონში ბავშვთა საფეხბურთო წრეების ფუნქციონირება არ შეწყვეტილა და იქაურ ფეხბურთს ახალი თაობები ეზრდება.
კახეთში ბავშვთა მწვრთნელების უმრავლესობა ლიცენზირებულია.
თელავის კახეთი აღდგება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თელავის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო