ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ... სირცხვილია, მეტი არაფერი

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა.

ერთი შეხედვით, ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები იდეალურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ ინიციატორებს ცივი შხაპი გადაასხეს.

ვინ და რატომ გადაწყვიტა ასე, გამოცანად რჩება, მიზეზებს არავინ აკონკრეტებს და რატომღაც მომხდარი ბურუსით არის მოცული.

არადა, ინიციატივა რომ გაჟღერდა, ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების წარმომადგენლები ხმაშეწყობილად ამბობდნენ, რომ პროფლიგის აღდგენა ქართული ფეხბურთის მომავალს წაადგებოდა.

შეგახსენებთ, რომ პროფლიგის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი წარსულში თბილისის "დინამოს" ვარსკვლავი ვლადიმერ გუცაევი იყო.

გუცაევს კომენტარისთვის დავუკავშირდით, მაგრამ მან ამ თემაზე
ლაპარაკი არ ისურვა და მხოლოდ ორიოდე სიტყვით მოგვიჭრა:

"რა უნდა ვთქვა? პროფლიგა ჩემპიონატის უკეთ ჩასატარებლად აუცილებელი იყო, მაგრამ არ უნდათ. სირცხვილია, მეტი არაფერი.

ეს გადაწყვეტილება კომენტარსაც არ იმსახურებს".

რატომ ვერ აღადგინეს პროფლიგა? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაინტერესებთ მომავლის ჩემპიონატის სტრუქტურა? 3 000 000 ლარად

დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გაახურეთ საქმე, თქვით რა ბოლო ბოლო ვინ ბლოკავს და რატო? თუ ჩაირეცხეთ საბოლოოდ????
ddddddd
11:51 22-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული