ჩვენ კი ახლა გთავაზობთ იმ დოკუმენტს, რომლითაც ფედერაციამ ოფიციალურად მიმართა კლუბებს. ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არავისთვის იქნება, თუ კონკრეტულად და ზუსტად გაიგებს, რა შეთავაზება მიიღეს კლუბებმა ფედერაციისგან.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა
ჩემპიონატის სტრუქტურა
პირველი ეტაპი
- მონაწილეობს თორმეტი გუნდი ორ წრედ (22 ტური);
მეორე ეტაპი
სპორტული შედეგები
პირველი ექვსეული - ბრძოლა ჩემპიონობისთვის
ორ წრედ (10 ტური);
ორ წრედ (10 ტური);
სულ 32 ტური
ჩემპიონატის სტრუქტურა
- მეორე ეტაპზე გუნდებს გადაყვებათ მოპოვებული შედეგები (ქულა, მოგება და ა.შ):
- უმაღლეს ლიგას ავტომატურად ტოვებენ მეორე ექვსეულში მე-11-12 ადგილზე გასული გუნდები;
- უმაღლეს ლიგაში ავტომატურად გადმოდიან პირველი ლიგის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები;
- უმაღლეს ლიგაში მეათე ადგილზე გასული გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის ორ შეხვედრას (ან ერთს ნეიტრალურ მოედანზე) ჩაატარებს პირველი ლიგის მესამე ადგილის მფლობელთან;
- დუბლიორთა და ჭაბუკთა ლიგის გათამაშებები გაიმართება სამ წრედ.
ჩემპიონატის მართვა და მენეჯმენტი
სფფ - ფეხბურთის მმართველი ორგანო
უმაღლესი ლიგის დირექტორი ხელმძღვანელობს სფფ-ს წესდებით, უმაღლესი ლიგისა და თასის გათამაშების დებულებით;
- სფფ-ს უფლებამოსილ ორგანოებთან ათანხმებს საშეჯიბრო კალენდარს;
- მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იხილავს საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციებს;
- მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელს სფფ-ს აღმასკომში და სხვა შესაბამის ორგანოებში;
- კოორდინაციას უწევს სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების და მსაჯთა და დამკვირვებელთა დამნიშნავი კომისიის მუშაობას.
უმაღლესი ლიგის საკონსულტაციო საბჭო
(კლუბების პრეზიდენტები)
- წარმოდგენილია კლუბების პრეზიდენტების სახით
- მართავს სხდომებს (ქვორუმი)
- გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით (ოქმი)
- იძლევა სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს (ოქმი)
საშეჯიბრო განყოფილება
- ადგენს და დირექტორს წარუდგენს უმაღლესი ლიგისა და თასის გათამაშების დებულებას და კალენდარს
- მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს უმაღლესი ლიგისა და თასის გათამაშებას
მსაჯთა და დამკვირვებელთა დამნიშნავი კომისია
- მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს მსაჯებს, დამკვირვებლებს და დელეგატებს
მსაჯთა და დამკვირვებელთა დანიშვნა
- კომისიის შემადგენლობა (4)
- სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი (თავმჯდომარე) - გადამწყვეტი ხმის უფლებით
- საშეჯიბრო განყოფილება - ხმის უფლებით
- გენერალური სამდივნო - ხმის უფლებით
- სამსაჯო განყოფილება (კანდიდატურის წარმდგენი) - ხმის უფლებით
პროცედურა: - სამსაჯო განყოფილება კომისიას წარუდგენს კანდიდატურებს;
- კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
კლუბების დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელია უცხოელი მსაჯების მოწვევა
დელეგატის დანიშვნა
- კომისიის შემადგენლობა (4)
- სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი (თავმჯდომარე) - გადამწყვეტი ხმის უფლებით
- სამსაჯო განყოფილება - ხმის უფლებით
- გენერალური სამდივნო - ხმის უფლებით
- საშეჯიბრო განყოფილება (კანდიდატურის წარმდგენი) - ხმის უფლებით
პროცედურა: - საშეჯიბრო განყოფილება კომისიას წარუდგენს კანდიდატურებს; - კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ტურამდე არანაკლებ ორი დღით ადრე;
გადაწყვეტილება ქვეყნდება ტურამდე ერთი დღით ადრე.
ფინანსური უზრუნველყოფა
- მსაჯთა კორპუსის დაფინანსება - 1.0 მლნ ლარი
- ჩემპიონატის პრემიალური ფონდი - 2 მლნ ლარი
განიხილება შემდეგი მექანიზმები
- პრემიალური ფონდი გადანაწილდება 1-7 ადგილზე გასულ გუნდებს შორის (განაწილების ოდენობაზე გადაწყვეტილებას წინასწარ იღებს საკონსულტაციო საბჭო);
- პრემიალური ფონდის 40-50% გადაეცემათ საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, 50-60% გადანაწილდება 9 გუნდზე, ქულების პროცენტული ოდენობის შესაბამისად;
- მიიღება ალტერნატიული წინადადებები (გუნდები).
ჩემპიონატის დაწყება
11-18 აგვისტო
ჩემპიონატის დამთავრება
25-26 მაისი (თასის ჩათვლით)
ჩემპიონატის საწევრო
(თანხა ჯერ დადგენილი არ არის)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!