იმის გამო, რომ იქ 18 აგვისტოს თამაში სასურველი არ იყო, "ზესტაფონმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს რუსთავის "მეტალურგთან" დანიშნული საშინაო მატჩის ერთი დღით გადადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ეს რუსთაველთა ინტერესებშიც არ შედიოდა.
განიხილებოდა შეხვედრის რუსთავში ჩატარების ვარიანტიც, მაგრამ მხარეები ვერც ამაზე შეთანხმდნენ და საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ერთმანეთს თავიდან გამოცხადებულ დროსა და ადგილზე შეხვდებიან.
"ზესტაფონთან" დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ის
კიკნაძემ ბოლო წლები საბერძნეთში გაატარა და იქაურ "პანახაიკში" ირიცხებოდა.
ჯერ ასევე ღიადაა რუსი ფორვარდის, დმიტრი ვასილიევის საკითხიც. ჯერჯერობით მისი სინჯები გრძელდება.
ვარჯიში განაახლეს ჯაბა დვალმა და თემურ ღონღაძემ, რომლებმაც, შესაძლოა, "მეტალურგთან" თამაში შეძლონ; ზურაბ მენთეშაშვილი და ლუკა გუგუჩია კი მცირე ტრავმების გამო ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"