სამტრედია დაშლის პირას...

AutoSharing Option
3 ოქტომბერს "სამტრედია" საშინაო არენაზე ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლებს, თუმცა უცნობია, რა იქნება ამის შემდეგ. იმერული კლუბი ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის სარკეა. უმაღლეს ლიგაში კარგად დაფინანსებულ გუნდებს ველოდით, თუმცა ეს იმედები არ გამართლდა. სამწუხარო ფაქტია - კლუბების ნაწილს ფინანსურად გაუჭირდათ, ტელევიზიები ეროვნულ პირველობას აღარ აშუქებენ, "სამტრედია" კი დაშლის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კლუბის პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი გუნდის დაშლას არ გამორიცხავს. მას გუშინ გავრცელებული ხმების გადასამოწმებლად შევეხმიანეთ - თითქოს, "წყალკანალმა" კლუბის სპონსორობა საკუთარ თავზე აიღო. ცნობისთვის, რუსთავში, "ოლიმპთან" მატჩის დაწყებამდე, ხსენებულმა კომპანიამ
ფეხბურთელებს ახალი სათამაშო ფორმა და 22 ბუცი გადასცა. კომენტარისთვის კვლავ "სამტრედიის" პრეზიდენტს მივმართეთ.

"ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობა სამი თვის წინ დავიწყეთ. შეგვპირდნენ, ფორმებს გიყიდითო და "ოლიმპთან" მატჩამდე საჩუქრად გადმოგვცეს კიდეც. ამისთვის, "წყალკანალს" სამტრედიელი გულშემატკივრების სახელით უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. თუმცა მათ კლუბის გენერალურ სპონსორობაზე არაფერი უთქვამთ. ასე რომ, ხმები - ჩვენთან სპონსორის მოსვლის თაობაზე, ტყუილია.
გუნდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ერთი ის ვიცი, რომ 3 ოქტომბერს შინ ზუგდიდის "ბაიას" ვუმასპინძლებთ, მაგრამ ამის მერე რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს. სპონსორი კვლავ არ ჩანს. ასეთ ვითარებაში ხვალინდელ პერსპექტივაზე როგორ ველაპარაკო ფეხბურთელებს და მოედანზე გასვლა ვთხოვო, როცა კვების საკითხების მოგვარებასაც ვერ ვახერხებთ? თუკი იმდენ ქულას დავკარგავთ, რომ მეორე წრეში თამაში აზრს დაკარგავს, მერე სპონსორის მოსვლას აზრი აღარ ექნება და ასეთ მდგომარეობაში უმაღლეს ლიგაში თამაში ქართული ფეხბურთისა და სამტრედიელების შეურაცხყოფა იქნება. გასვლით მატჩებს ვინ ჩივის, დიდი ჯიხაიშის საწვრთნელ ბაზაზე მისვლასაც ვეღარ ახერხებენ ფეხბურთელები. დახმარებას მხოლოდ იმერეთისა და რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, თუმცა მხოლოდ ხელფას-პრემიებით სეზონის ჩატარება შეუძლებელია. ვშიშობ, გუნდი არ დაგვეშალოს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ის სპონსორები სადღა არიან, რო დაპირდნენ და თავი გამოიდეს სპონსორობას! სიტყვის კაცები არ არიან! შეიძლება ასე მიაგდო გუნდი და ხალხი ერთადერთი სიხარულიც გაუქრო? ეგრეა ტელევიზიით გამოაცხადებენ ასე იქნება ისე იქნებაო და ხალხს გონია რომ გუნდებს სპონსორები ყავს...
torgva10
13:18 03-10-2010
0
ამხელა რკინიგზის კვანძია სამტრედია, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ ვერ უნდა ყავდეთ სპონსორი, ვერ გამიგია რა...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული