ეროვნული ჩემპიონატის მუდმივ რეჟიმში გაშუქებაზე "პირველ არხთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა სპონსორებისა და სატელევიზიო გაშუქების საკითხი დღემდე გასარკვევია.

"ორივე საკითხზე ვმუშაობთ. მზად ვართ, ნებისმიერი სასპონსორო შემოთავაზება განვიხილოთ.

ჯერ რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დეტალებსაც ვერ გაგიმხელთ.

რაც შეეხება ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქებას: მიმდინარეობს მოლაპარაკება "პირველ არხთან", რომ გაფორმდეს კონტრაქტი.

ლაპარაკია ორწლიან ხელშეკრულებაზე, რომ ჩემპიონატი მუდმივ რეჟიმში გაშუქდეს. ვნახოთ, რა გამოვა"
, - გვითხრა კლუბების თორმეტთა საბჭოს კოორდინატორმა აკაკი ლოდიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული