ჯერ კიდევ ივნისში ითქვა, რომ ცხინვალელები უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებდნენ და მზადებისთვის თადარიგიც ადრიანად დაიჭირეს.
"სპარტაკი" ახალი სეზონისთვის 1 ივნისიდან მოყოლებული ემზადება. შემადგენლობის შენარჩუნება პირველი კი არა, უმაღლესი ლიგის გუნდებსაც უჭირთ და ცხინვალელთა კლუბიც არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა - ნიკოლოზ მაისურაძემ და თეიმურაზ შარაშენიძემ საჩხერის "ჩიხურას" მიაშურეს; სერგი ორბელაძე, ნოდარ მაჭავარიანი და
ამათ გარდა, "სპარტაკში" აღარ თამაშობენ გამოცდილი ფორვარდი ლევან მელქაძე და მცველი დავით ლომაია...
ლაშა ჩაფიძე და კონსტანტინე გაბაშვილი თბილისის "დინამოდან" იჯარით იყვნენ აყვანილები, საიჯარო კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და ცხინვალელებს დაემშვიდობნენ.
როგორც ხედავთ, სპარტაკელთა დანაკლისი სოლიდურია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე მაინც შეინარჩუნა.
"სპარტაკის" კარს კვლავაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ნადირაძე დაიცავს. ცხინვალელებმა კაპიტანი თეიმურაზ შონიაც შეინარჩუნეს, რომლის გადაბირება არაერთ გუნდს უნდოდა.
კვლავაც ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში არიან ნახევარმცველები ვარლამ კილასონია, თორნიკე თუხარელი, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, მიხეილ ჯიშკარიანი, თავდამსხმელი დავით გელაშვილი, მცველები ლევან ჭაფოძე და უჩა ბურძენაძე, რომლებიც სხვადასხვა გუნდის ინტერესის სფეროში იყვნენ.
ამას გარდა, "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დააწინაურა.
"სპარტაკში" მატებაცაა - გუნდს დაუბრუნდა თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი. არიან საინტერესო ახალგაზრდებიც, რომლებმაც, შესაძლოა, თავიანთი სიტყვა ამ სეზონშივე თქვან.
"სპარტაკი", რომელიც თბილისის გარდა, ბაკურიანში ემზადებოდა, საშინაო მატჩებს კვლავ საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით მდებარე "ბენდელას" სტადიონზე ჩაატარებს.
ხაჩიძის გუნდი პირველი ლიგის B ზონაშია და ახალ სეზონს 25 აგვისტოს აჩაბეთის "ლიახვთან" მატჩით გახსნის.
აღსანიშნავია, რომ "სპარტაკი" საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალშიც იგივე მეტოქეს დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"