ახლახან დასრულდა ქართულ კლასიკოდ ცნობილი დაპირისპირება ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის. შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ტორპედოელი ჩიკვილაძის გოლს (54-ე წთ) დინამოელმა დონალდ ჯუისმა ზუსტად ოთხ წუთში უპასუხა გოლითვე - 1:1
გუნდებმა ამ შემადგენლობებით ითამაშეს:
ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე (86. გურული), დიღმელაშვილი, გიგაური, დათუნაიშვილი (68. ჩხეტიანი), თარხნიშვილი, ქემუხტაშვილი (79. ცნობილაძე), საბანაძე.
დინამო: ლორია, კაკუბავა, თომაშვილი, კვარაცხელია, ოთარაშვილი, ხმალაძე, ედნილსონი, მუჯირი (84. თექთურმანიძე), ჯუისი (86. ქანთარია), კოშკაძე, კახელიშვილი.
"ზესტაფონმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ვიტ ჯორჯია" (გელაშვილისა და დვალის გოლებით) და