გიორგი თექთურმანიძე რუსთავის "მეტალურგს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე ალბანურ "ტეუტასთან" მშვენივრად ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, მოულოდნელად რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თექთურმანიძე თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა.

გიორგი მშვენიერ ფორმაში იყო, თბილისელებმა კი საკადრო პრობლემების გამო იჯარით გაშვებული 21 წლის პლეიმეიკერის დაბრუნება მოისურვეს.

იყო იმედი, რომ ფორმააღდგენილი თექთურმანიძე "დინამოში" ახლა მაინც დაიმკვიდრებდა ადგილს.

მაგრამ ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა მისი ადგილი ვერ მოძებნა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა უთამაშებლობას ისევ "მეტალურგში" დაბრუნება ამჯობინა.

ინფორმაცია გადავამოწმეთ და სიმართლე აღმოჩნდა. როგორც გვითხრეს, გიორგი რუსთავურ კლუბში კვლავ იჯარით ითამაშებს - ამჯერად, დეკემბრის ბოლომდე.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი ვაფშე მაგ დინამოდან ძმაო,ვერ ხვდები რო ვერ აფასებენ შენს შესაძლებლობებს...
levani.
14:20 30-08-2012
0

სიახლეები პოპულარული