ოთარ ხიზანეიშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც წამებისა და დამცირების ობიექტი გახდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით გუნდის სახელით განცხადება გააკეთა.

ოთარ ხიზანეიშვილი:
"უპირველეს ყოვლისა ჩვენი გუნდის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ შოკირებულნი და შეძრწუნებულნი ვართ ბოლო დღეებში ნანახი ამაზრზენი კადრებით.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეურაცხყოფის, წამებისა თუ დამცირების ობიექტი გახდა.

ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საშინელება ჩვენს სამშობლოში აღა
რასოდეს განმეორდება. ბოლო დღეებში სპორტზე და ფეხბურთზე ფიქრიც მიჭირდა".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული