თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" 7:2 გაანადგურა და რადგან, ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე გორის "დილასთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა, სატურნირო ცხრილში დუშან უჰრინის გუნდი ერპიროვნულად გალიდერდა.
დინამოელთან დუბლით ჯაბა დვალი და გიორგი მერებაშვილი გამოირჩნენ, თითო კი ლევან ხმალაძემ, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა და მიკელ ალვარომ გაიტანეს. ბოლნისელთაგან გატანა ჯიქიამ და მანწკავამ შეძლეს.
ქუთაისური შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე რომან ახალკაცმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გორელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას გუნდში
მარტვილში "მერანმა" "ზუგდიდთან" თამაში 1:2 დათმო. შეხვედრაში ანგარიში საბა ლომაიამ გახსნა, მაგრამ ზუგდიდელმა შოთა ლომაიამ და დაჩი ფოფხაძემ გამარჯვება საკუთარ გუნდს მოუტანეს.
მოულოდნელი შეხვედრა დაფიქსირდა რუსთავურ შეხვედრაში, სადაც "მეტალურგი" "ვიტ ჯორჯიასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. თავი ბესიკ ჩიმაკაძემ და ჯემალ გოგიაშვილმა გამოიჩინეს.
ქობულეთის სტადიონზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ბათუმის "დინამომ", რომელმაც ამჯერად ფოთის კოლხეთი 3:1 დაამარცხა. ანგარიში 28-ე წუთზე მიხეილ ჯორბენაძის გოლით მასპინძლებმა გახსნეს. ბათუმელთა უპირატესობა თორნიკე ბერიძემ და უკრაინელმა ალექსანდრ ტიმიშჩინმა განამტკიცეს, ფოთელთა ერთადერთი გოლი კი მატჩის მიწურულს შოთა კვანტალიანმა გაიტანა.
"ზესტაფონმა" და საჩხერის "ჩიხურამ" კი 90 წუთის მანძილზე გოლის გატანა ვერ შეძლეს, 0:0.
სატურნირო ცხრილი
1. დინამო (თბ) 8 6 1 1 24:6 19
2. ტორპედო 8 5 1 2 18:6 16
3. ჩიხურა 8 4 2 2 10:8 14
4. დილა 8 4 1 3 11:7 13
5. ზუგდიდი 8 3 4 1 9:5 13
6. მეტალურგი 8 4 0 4 6:11 12
7. ზესტაფონი 8 3 2 3 8:6 11
8. მერანი 8 3 0 5 5:14 9
9. დინამო (ბთ) 8 2 2 4 10:15 8
10. ვიტ ჯორჯია 8 2 2 4 6:11 8
11. სიონი 8 1 4 3 9:15 7
12. კოლხეთი 8 0 3 5 4:16 3