საფრანგეთის ნაკრების მცველმა უილიამ გალასმა ვარჯიშის დრო ტრავმა მიიღო. და საწვრთნელი მოედანი ექიმის დახმარებით დატოვა. ფრანგული კრებულის პრესსპიკერი ლაკონურად განმარტავს, რომ გალასმა ვარჯიში მხოლოდ თავის დაზღვევისა და ზედმეტი გართულების თავიდან ასაცილებლად დატოვა.
გუშინდელ ვარჯიშზე, რომელსაც 150 ადგილობრივი ქომაგი ესწრებოდა, ტრავმა მიიღო სარეზერვო მეკარე სედრიკ კარასომაც. ფრანგებს მომდევნო მატჩი ხუთშაბათს, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ აქვთ.