"დილაში" ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ითამაშებს

AutoSharing Option
ნათან სოარეს დე კარვალიო ჟუნიორი ოფიციალურად გახდა გორის "დილას" ფეხბურთელი.

როგორც ცნობილია, ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ლატვიის 2011 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 16 სექტემბრიდან საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა და ელოდებოდა მენეჯერის ჩამოსვლას, რომელსაც ტრანსფერის დეტალები უნდა დაეზუსტებინა.

ჟუნიორის მენეჯერი საქართველოში ჩამოვიდა, ყველა პრობლემა მოგვარდა, კონტრაქტის დეტალები დაზუსტდა, თავად ფეხბურთელმა კი სამედიცინო შემოწმება გაიარა და "დილასთან" ხელშეკრულება მაისის ბოლომდე გააფორმა.

24 წლის ჟუნიორი უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებს და საქართველოს ჩემპიონატშიც ითამაშებს - ის საჩემპიონო განაცხადში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელის ბოლო კლუბი ავსტრიის ბუნდესლიგის "კაპფენბერგი" გახლდათ, სადაც სულ ექვსი თვე ითამაშა, ზაფხულში კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ არის გორის "დილას" პოტენციური ახალწვეული ნათან ჟუნიორი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული