დუშან უჰრინი: "ზუგდიდთან" შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და "ზუგდიდს" (1:1) შორის საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

დუშან უჰრინი: "ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოლოდინმა გაამართლა და კარგი შეხვედრა გამოვიდა. გოლის გატანის რეალური შანსი როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მეტოქესაც არაერთხელ ჰქონდა.

რაც შეეხება დღევანდელი მატჩის შედეგს, არ ვარ კმაყოფილი, ვინაიდან ჩვენ ვიგებდით და სამი ქულის აღება შეგვეძლო.

გატანილი გოლის შემდეგ გუნდი მოდუნდა, დაცვაში მეტი სივრცეები გაჩნდა, რის ხარჯზეც მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩი ისე წარიმართა, შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც,
თუმცა საბოლოოდ ფრედ ვითამაშეთ".


ელგუჯა ქომეთიანი: "დაძაბული თამაში იყო. თბილისის "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და ბიჭები მოედანზე მოტივირებულნი გამოვიდნენ.

მათთვის იმის შეხსენება არ დამჭირვებია, თუ რა ძალას წარმოადგენს "დინამო". მთლიანობაში მიმაჩნია, რომ კარგი შეხვედრა გამოვიდა".


fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
"დინამო" "ზუგდიდთან" ფრეს დასჯერდა, "მერანმა" სტუმრად "კოლხეთს" მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული