ნავსი მეათე ტურმა გატეხა - მარტვილში, "მერანთან" მოპოვებულმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ უჰრინი "ტორპედოს" დამრიგებელ გია გეგუჩაძესთან ერთად ტურის სიმბოლურ თერთმეტეულს "სათავეში ჩაუდგა".
დუშან უჰრინს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.
- ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ "დინამოს" მარტვილში გამარჯვება არ გასჭირვებია...
- "მერანი" საკუთარ მოედანზე კარგად და შედეგიანად თამაშობს და ამიტომაც თავიდანვე რთული მატჩის მოლოდინში გახლდით. მარტვილში აქცენტი
პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ბურთის გატანა შევძელით და მატჩის ბედი, პრაქტიკულად, პირველ ნახევარში გადავწყვიტეთ. ლამაზი გოლები გავიდა.
სასიამოვნოა, რომ ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების გადატანას თამაშში ვახერხებთ. ასეთი იყო, მაგალითად, ჩისკოს გატანილი გოლი და ალვაროს მიერ კუთხურის შედეგად გატანილი ბურთი.
- აშკარაა, რომ შედეგთან ერთად, აქცენტს სანახაობრივ ფეხბურთზეც აკეთებთ.
- "დინამოში" როცა მოვედი, პირველივე დღიდან ჩემი მიზანი აგრესიული და შედეგიანი ფეხბურთის ჩვენება გახლდათ.
ყველა გუნდში, სადაც მიმუშავია, ყოველთვის სანახაობრივი თამაშის ჩვენებას ვცდილობთ. სანახაობრივი ფეხბურთი უფრო საინტერესოა გულშემატკივრისთვის. ჩემი დიდი სურვილია, "დინამოს" თამაშებზე რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოვიდეს და მათ სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ.
- პირველი ეტაპის პირველი წრის ბოლო მატჩს "ზესტაფონის" წინააღმდეგ ჩაატარებთ. როგორი განწყობა გაქვთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ?
- ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. მეტოქე ქვეყნის ჩემპიონია. ჩვენ შინ ვთამაშობთ და სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ.
ბოლო პერიოდში "ზესტაფონს" ჰქონდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ იქ ახლაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და ძლიერი გუნდი ჰყავთ. "დინამო არენაზე" საკმაოდ რთული ბრძოლა გველის, გამარჯვებისთვის ასპროცენტიანი კონცენტრაცია იქნება საჭირო.
- "ზესტაფონთან" გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო" ჩემპიონატის პირველ წრეს მოიგებს...
- ჩვენ გვინდა, ვიყოთ პირველები პირველი წრის დასრულების შემდეგაც და ჩემპიონატის ფინიშზეც. ბოლო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და პირველ წრეს ლიდერის პოზიციაზე დავასრულებთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"