"დინამო" პირველ წრეს ლიდერის სტატუსით ასრულებს [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
27 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" უმასპინძლა.

მატჩის პირველივე წუთებზე კარგი მომენტი ჰქონდა რატი წინამძღვრიშვილს, რომელიც მარტოდ მარტო დარჩა გიორგი ლორიასთან, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

24-ე წუთზე მომენტი ისევ ზესტაფონელებს ჰქონდათ, ამჯერად კარისკენ პატრიკ მილხრაუმი ურტყამდა, თუმცა ლორიამ კვლავ გადაარჩინა საკუთარი გუნდის კარი.

"ზესტაფონი" უფრო აქტიურად უტევდა. 28-ე წუთზე წინამძღვრშვილის დარტყმულს მცველი გადაეღობა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმართა გერმანელი ლეგიონერი მილხრაუმი "დინამოს" საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესების
დარღვევა არ დააფიქსირა.

ამის შემდეგ კი სახიფათოდ იგორ იელიჩი ურტყამდა, თუმცა დარტყმული ლორიას კარს სულ მცირე მანძილით აცდა.

34-ე წუთზე კი "ზესტაფონის" კარისკენ მიკელ ალვარომ დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული ძლიერი არ ყოფილა და კვასხვაძეს ბურთის დამორჩილება არ გასჭირვებია.

42-ე წუთზე მატჩში ანგარიში გაიხსნა, "ზესტაფონის" საჯარიმოში არეულობით მიკელ ალვარომ ისარგებლა და "დინამო" დააწიანურა - 1:0.

მეორე ნახევრის განახლების შემდეგ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლევან ხმალაძეს, თუმცა ჩისკოს ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა ვერ გამოიყენა.

59-ე წუთზე ზესტაფონელთა კარისკენ ჩისკომ დაარტყა, თუმცა კვასხვაძეს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.

შეხვედრის 61-ე წუთზე კი გიორგი აფციაური ჩისკოზე დაჯარიმდა, რის გამოც არბიტრმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. საჯარიმო დარტყმა ოთარ ხიზანეიშვილმა შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული კარს აცდა.

62-ე წუთზე ზესტაფონელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. არბიტრმა გიორგი კაჭკაშვილის წითელი ბარათი უჩვენა.

რამდენიმე წუთში კვასხვაძე გიორგი მერებაშვილმა გამოცადა, მაგრამ უშედეგოდ, სტუმართა გოლკიპერს ბურთის აღება არ გაუჭირდა. 67-ე წუთზე ალვარომ შორიდან დაარტყა, კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რის შემდეგ დინამოელები უფრო გააქტიურდნენ, რასაც ვოსკობოინიკოვისა და მერებაშვილის სახიფათო დარტყმები მოჰყვა.

74-ე წუთზე ბოტი დემელის საჯარიმო დარტყმისს შემდეგ ლორიას ბურთი ხელიდან გაუსხლტა, რაც შოთა ბაბუნაშვილმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

83-ე წუთზე "დინამომ" კვლავ შეძლო დაწინაურება - ამჯერად ჩისკო გამოირჩა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (იხილეთ ვიდეო).

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 11 8 2 1 31-7 26
2 ტორპედო 11 8 1 2 26-8 25
3 დილა 11 7 1 3 18-8 22
4 ჩიხურა 11 6 2 3 14-8 20
5 ზესტაფონი 11 5 2 4 12-8 17
6 ზუგდიდი 11 4 5 2 12-8 17
7 მეტალურგი 11 5 0 6 8-14 15
8 მერანი 11 4 0 7 7-20 12
9 ვიტ ჯორჯია
11 4 2 5 10-14 14
10 დინამო (ბთ)
11 2 2 7 10-21 8
11 სიონი 11 1 4 6 9-20 7
12 კოლხეთი 11 0 3 8 4-22 3

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა: "ტორპედომ" მოიგო, ჯერი "დინამოზეა"
ჩისკო: მოსაგები თამაში იყო და მოვიგეთ კიდეც
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიმბოლური ხვალ დაიდებაა???
iviko
20:12 27-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული