საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ზვიად სტურუა, შესაძლოა, ფოთის "კოლხეთში" აღმოჩნდეს. მცირე ხნის წინ ზვიადი გასინჯვაზე მოლდოვეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "დაჩიაში" იმყოფებოდა, თუმცა "კოლხეთის" პრეზიდენტ თემურ ბარქაიას თქმით, სტურუასთან მოლაპარაკება ჰქონდა და შეთანხმდნენ - საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, 31 წლის მეკარე კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს.