სფფ-ის აღმასკომმა უსაფრთხოების საკითხები გაამკაცრა

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შედიოდა:

1. საქართველოს 2012/13 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების პირველობის, თასის გათამაშების დებულებაში დამატების შეტანის შესახებ.
2. სხვადასხვა ასაკის ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის სახელობითი თასის გათამაშებების დებულებების დამტკიცების შესახებ.
3. სფფ-ის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების შესახებ.
4. სხვადასხვა

რაც შეეხება პირველ საკითხს, დებულებაში ამ ცვლილების შეტანის დაჩქარება, დიდწილად გამოიწვია ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის (ტორპედო - დინამო თბილისი) შემდეგ, ქუთაისში მომხდარმა
ინციდენტმა, როცა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა "დინამოს" ფანკლუბის კუთვნილი ავტობუსი დააზიანეს.

ამიერიდან, დებულების 7.16 მუხლს დაემატა ერთი პუნქტი, შემდეგი რედაქციით: "მასპინძელი კლუბი, რომლის მინდორზეც ტარდება შეხვედრა, ვალდებულია: უზრუნველყოს მსაჯთა ბრიგადის, დელეგატის, მსაჯთა დამკვირვებლის და სტუმართა გუნდის მატჩის დამთავრების შემდეგ უსაფრთხო გაცილება ქალაქიდან."

აღმასკომზე, ასევე, დამტკიცდა, რომ ზამთრის შესვენებისას, დეკემბერ-იანვარში, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციები, ბავშვთა ასაკებში ორგანიზებას გაუწევენ და ჩაატარებენ ხუთი სახელობითი თასის გათამაშებას.

ესენი იქნება: ზაურ კალოევის, ვიტალი დარასელიას, სლავა მეტრეველის, სერგო კოტრიკაძისა და რამაზ შენგელიას სახელობის თასები.

მესამე საკითხად, აღასკომმა იმსჯელა ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების შესახებ.

მსგავსი პრეცენდენტები უკვე არსებობს არაერთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში და თვით ფიფასა და უეფაში. საპატიო პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

საპატიო პრეზიდენტს საშუალება ექნება, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა წარმოადგინოს ფიფასა და უეფაში. ასევე, დაესწროს აღმასკომის სხდომებს, ყრილობებს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული