"ტორპედო" ქართული საფეხბურთო ბრენდია და გუნდში მიმდინარე მოვლენები ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. ცხადია, სეზონის მიმდინარეობისას ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდიდან წამყვან ფეხბურთელსა და ვიცე-კაპიტანს უმიზეზოდ არავინ გაუშვებდა.
კვახაძის შემთხვევაშიც კონკრეტული მიზეზი არსებობს.
ვერსიის თანახმად, წინა ტურში თბილისის "დინამოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელებს პრემიების დარიგება
ამტკიცებენ, რომ რამდენიმე ტორპედოელი სწორედ კვახაძემ აიყოლია, რაც ქუთაისელთა მმართველებს არ ესიამოვნათ. შედეგად, კვახაძე გუნდიდან გაუშვეს, დანარჩენი მოთამაშეები კი - დასაჯეს.
არადა, კვახაძე გუნდში გეგუჩაძის მიყვანილია და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, "ტორპედოს" მწვრთნელი კი თავის რჩეულ ფეხბურთელებს ასე არ ექცევა და ამდენად, გაუგებარია, რეალურად რა მოხდა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარისთვის ორივე მხარეს მივმართეთ, მაგრამ ჯერ ოფიციალურ განცხადებაზე კლუბი თავს იკავებს. "ლელოსთან" ამ თემაზე ლაპარაკი თავად ლექსო კვახაძემაც არ ისურვა, რადგან საკითხის აფიშირებას მიუღებლად მიიჩნევს.
ინფორმაციების შეჯერების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა: კლუბი მალე ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას საჯაროდ გამოაცხადებს, რის საფასურადაც ერთმანეთს მშვიდად დაშორდებიან და კვახაძე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის კვახაძე "ტორპედოში" 2012 წლის იანვარში 3-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ჩაირიცხა, აგვისტოში კი "ტორპედოს" პირველ ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა მცველმა 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"