დინამოელებმაც არ გააწბილეს მხარდამჭერები და მორიგი, შეიძლება ითქვას, ადვილი გამარჯვება იზეიმეს.
"ზუგდიდის" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა ნამატჩევს გვითხრა, ჩვენს გუნდში ფინანსური პრობლემები კი არის, მაგრამ გვპირდებიან, რომ 25 დეკემბრისთვის ყველაფერი მოგვარდებაო.
ქომეთიანმა ისიც აღნიშნა, მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი კი გამოვასწორეთ, მაგრამ ეს შედეგში ვერ აისახაო.
რაც შეეხება დინამოელთა ჩეხ დამრიგებელ დუშან უჰრინს, მოგვახსენა, პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, შესვენების შემდეგ კი ცოტა მოვეშვით, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ
მოკლედ, მწვრთნელებმა ისე ლაკონურად შეაფასეს ყველაფერი, რომ მატჩის ჟურნალისტურ გაშუქებას დიდი აღარაფერი სჭირდება.
როგორც კი გუნდები მოედანზე გავიდნენ, ადვილი შესამჩნევი გახდა, რომ დიდი ბრძოლა აქ ვერ გაჩაღდებოდა. სტუმრები თითქოს შეგუებულები იყვნენ მარცხს, "დინამო" კი თავდაჯერებული ჩანდა.
ჯაბა დვალმა შორიდან ვერ გაისწორა მიზანი, ჩისკომ ოდნავ მახვილი კუთხიდან ააცილა კარს, დვალი მოხდენილად შეიჭრა "ზუგდიდის" საჯარიმოში, თუმცა ასევე კარგად ვერ დაასრულა იერიში.
გოლი ნელ-ნელა მწიფდებოდა და მოსახდენიც მოხდა: როგორც კი მსაჯმა ჯარიმა დანიშნა "ზუგდიდის" კარის მიმართულებით, გიორგი მერებაშვილმა მეტოქეს გონზე მოსვლა არ აცალა და ჩინებულად გაუჭრა პასი ჩისკოს, ესპანელმა კი ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც ოსტატს ეკადრება - 1:0.
აქედან ცოტა ხანში ლევან სეთურიძემ იკისრა სოლორეიდი მარჯვენა ფლანგიდან. კარგადაც ჩააწოდა კარის გასწვრივ და დვალმა მეორედ დაამწუხრა ზუგდიდელები - 2:0.
სტუმრებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს "დინამოს" დაცვას. ერთი ეგ იყო, რომ ირაკლი ქობალიამ შორეული დარტყმით ზუსტად გიორგი ლორიას ხელებისკენ გაგზავნა ბურთი.
მეორე ტაიმში "ზუგდიდმა" შედარებით გამოაკეთა თამაში. კარგად ჩაერთო შეხევედრაში შეცვლაზე შესული ლევან კუტალია, რომლის პასით ალექსანდრე კოშკაძე აღმოჩნდა "დინამოსთვის" სახიფათო პოზიციაზე, თუმცა აქედან ზუგდიდელებმა სახეირო ვერაფერი გამოადნეს.
"ზუგდიდს" ხელმეორედ შეექმნა საგოლე შესაძლებლობა, ოციოდე მეტრიდან გიორგი გაბედავამ შეასრულა დარტყმა და ბურთი ძელს გაარტყა.
შეხვედრის მიწურულს კოშკაძემ დაარტყა "დინამოს" კარისკენ არაზუსტად - ეს სტუმართა ბოლო გაბრძოლება იყო...
Video
დინამო - ზუგდიდი 2:0
დინამო - ზუგდიდი 2:0
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. ტურის სხვა მატჩები
მეტალურგი-ჩიხურა 1:1
დინამო(ბთ)-დილა 1:2
ზესტაფონი-სიონი 1:0
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0
მერანი-კოლხეთი 4:0
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 20 | 15 | 4 | 1 | 59-16 | 49 |
2 | დილა | 20 | 14 | 1 | 5 | 32-13 | 43 |
3 | ტორპედო | 20 | 13 | 2 | 5 | 37-17 | 41 |
4 | ჩიხურა | 20 | 12 | 3 | 5 | 33-21 | 39 |
5 | ზუგდიდი | 20 | 10 | 5 | 5 | 26-18 | 35 |
6 | ზესტაფონი | 20 | 9 | 4 | 7 | 25-19 | 31 |
7 | მეტალურგი | 20 | 8 | 3 | 9 | 16-25 | 27 |
8 | მერანი | 20 | 7 | 2 | 11 | 20-30 | 23 |
9 | ვიტ ჯორჯია | 20 | 5 | 5 | 10 | 13-27 | 20 |
10 | სიონი | 20 | 4 | 5 | 11 | 13-34 | 17 |
11 | დინამო (ბთ) | 20 | 3 | 3 | 14 | 21-44 | 12 |
12 | კოლხეთი | 20 | 0 | 3 | 17 | 10-41 | 3 |
ბომბარდირები
ჩისკო (დინამო თბ) 16
დვალი (დინამო თბ) 15
ს. ლომია (მერანი) 11
ალვარო (დინამო თბ) 10
მომდევნო, XXI ტური
19 დეკემბერი, ოთხშაბათი
დინამო (თბ)-მერანი
ზუგდიდი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
ჩიხურა-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ)
დილა-კოლხეთი
თავდაჯერებული დინამო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"