მატჩისწინა მოთელვაზე ოთარ ხიზანეიშვილი დაშავდა და "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი გიორგი გველესიანმა დაიკავა. მასპინძელთა სასტარტოში გამოჩნდა ნიკა კვეკვესკირიც, რომელმაც დისკვალიფიცირებული ირაკლი ძარია შეცვალა.
"დინამომ" ტრადიცია გააგრძელა და მიმდინარე სეზონში მორიგი საშინაო მატჩი მოიგო. როგორც იცით, "დინამო" არენაზე ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს მიმდინარე სეზონში ქულაც არ დაუკარგავს.
დუშან უჰრინის გუნდმა დაგეგმილი სამი
მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - კვეკვესკირის დარტყმულს მიმართულება ჩისკომ შეუცვალა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა.
"მერანი" ამ ფაქტს არ დაუბნევია. ნოდარ ნოზაძესა და ლევან გეგეჭკორს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ორივეს მცდელობას წინ გიორგი ლორია აღუდგა.
პირველ ტაიმში დინამოელთაგან ჯაბა დვალს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
ანგარიში ორამდე ზედ შესვენების წინ გაიზარდა - გიორგი მერებაშვილმა მეტოქის მცველის მიერ მოგერიებული ბურთი მიიღო და ძლიერი დარტყმით მარტვილელთა კარი დალაშქრა.
საინტერესო მოვლენები მატჩის მეორე ნახევარშიც ვიხილეთ. 48-ე წუთზე მერებაშვილი და ჩისკო მეკარესთან ორი-ერთზე აღმოჩნდნენ, მაგრამ მერებაშვილის გადაცემამ ესპანელამდე ვერ მიაღწია.
ამას ჩისკოს მიერ გაფუჭებული ორი ხელსაყრელი მომენტი მოჰყვა, "დინამოს" მესამე გოლი კი ბომბარდირთა დავაში მისმა კონკურენტმა, ჯაბა დვალმა გაიტანა, რომელიც მეტოქის მეკარეს გასცდა და ბურთი დაუცველ კარში შეაგორა.
"მერანმა" საკმაოდ ეფექტური პრესტიჟის გოლი გაიტანა - შეცვლაზე შესულმა მამუკა ტორონჯაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
შეხვედრის მიწურულს სტუმრებს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეეძლოთ, როცა ერთ-ერთ დინამოელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და არბიტრმა მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ნიშნულთან გამოცდილი გივი დიდავა მივიდა, რომელმაც ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. მსაჯის საფინალო სასტვენიც მალე გაისმა.
"დინამომ" ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა და ამას კვლავ უხვგოლიანი თამაშით მიაღწია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა "ზამთრის ჩემპიონის" წოდება რამდენიმე დღის წინ დაიბევა. ახლა კი ზესტაფონში სტუმრობა ელის და იქაც შეეცდება საკუთარი მონაგარის შევსებას.
Video
დინამო - მერანი 3:1
დინამო - მერანი 3:1
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამო"):
"უამინდობის გამო ამ მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ და ველოდი, რომ გარკვეული პრობლემები შეგვექმნებოდა. თუმცა მთავარია, რომ სამი ქულა დამაჯერებლად მოვიპოვეთ".
არჩილ ჩხაბერიძე ("მერანი"):
"პირველ ტაიმში გოლები უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. შეგვეძლო საგოლე მომენტების უკეთ რეალიზება. ამ შემთხვევაში, სხვაგვარი შედეგი დაფიქსირდებოდა. "დინამოს" გამარჯვებას ვულოცავ".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტურის სხვა მატჩები
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3 - კახა კაჭარავამ მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]
ჩიხურა-ტორპედო 0:0 - გაუქმებული პენალტი [VIDEO]
დილა-კოლხეთი 1:0 - ბარაქალა ფოთელებს!
სიონი-მეტალურგი 0:0 - ვიცე-ჩემპიონი ექვსეულს მიღმა
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 1:1 - ზამთარი, სიცივე და საინტერესო ფეხბურთი
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები
ჩისკო (დინამო თბ) 17
დვალი (დინამო თბ) 16
ს. ლონია (მერანი) 11
ალვარო (დინამო თბ) 10
მომდევნო, XXII ტური
23 დეკემბერი, კვირა
მერანი-დილა
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-სიონი
მეტალურგი-ზუგდიდი
ზესტაფონი-დინამო (თბ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დუშან უჰრინი