ამტკიცებენ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა საბანაძის თბილისის "დინამოში"გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ქუთაისის "ტორპედოში" ჩატარებულ 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა უკანა ხაზის გაძლიერებით არანაკლებ არის დაინტერესებული, ვიდრე თავდამსხმელის მოძიებით.
ჯერ არავინ იცის, რა ბედი ელის გორის "დილას", რადგან გუნდის მეპატრონისა და დაფინანსების წყაროებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამ კითხვებზე ჯერ კონკრეტული პასუხები უცნობია. თუმცა, ამტკიცებენ, რომ
მათ შორის ასახელებენ ლაშა სალუქვაძეს და ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, 31 წლის გამოცდილი მცველი "დინამოს" კიდევ ერთ პოტენციური ახალწვეული გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თბილისურ კლუბში 2004-2005 წლებში თამაშობდა. გორის "დილას" კაპიტანმა ეროვნულ ნაკრებში 2004 წლიდან 30 შეხვედრაში 1 გოლი გაიატანა.
არაა გამორიცხული, "დინამოს" ფორმა მოირგოს საქართველოს ნაკრების და რუმინული "გაზ-მეთანის" უკანახაზელმა აკაკი ხუბუტიამ.
26 წლის მცველმა ეროვნული ნაკრების მაისურით რვა მატჩი ჩაატარა, "გაზ-მეთანში" 61 მატჩში ორი გოლი გაიტანა. 2011-2012 წლებში კი თურქულ "სამსუნში" იჯარით ითამაშა და 19 თამაშში 1 ბურთი მიითვალა.
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობა პირველი ლიგის "სასკოს" შედეგიანი თავდამსხმელით, გიორგი ქვილითაიათიც დაინტერესდა (22 გოლი 16 მატჩში), მაგრამ ჯერ მოლაპარაკება არ დასრულებულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" მწვრთნელის გარეშე - გიორგი დარასელია "სკა-ენერგიაში" წავიდა