"ჩიხურას" ასეთი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა, გამოცდილ მწვრთნელს გამოცდილი ფეხბურთელები უმაგრებენ ზურგს და საჩხერელებს რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეც ჰყავთ.
"ჩიხურაში" წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობა ჯერ უცნობია, როგორც გუნდში გვითხრეს, სავარაუდოდ 10 იანვრისთვის გაირკვევა რაღაც-რაღაცები.
შვებულების შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი 16 იანვარს შეიკრიბება საჩხერეში და ამინდმა თუ ხელი შეუწყო, იქვე მოემზადება, თუ არადა "ჩიხურა" მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპს ან ურეკში გაივლის, ან
რაც შეეხება უცხოურ შეკრებას, "ჩიხურა" 2 თებერვალს გეგმავს გამგზავრებას თურქულ სიდეში ათი დღით.
"ჩიხურასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა ოთხ წამყვან ფეხბურთელს: 32 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილს, 31 წლის მცველს ედიკ საჯაიას, 32 წლის ნახევარმცველს დავით დიღმელაშვილსა და 31 წლის თავდამსხმელს რევაზ გოცირიძეს.
კლუბის სურვილია, რომ ეს ოთხეული ისევ "ჩიხურაში" დარჩეს და ალბათ, ასეც იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"