IFFHS: საქართველოს ჩემპიონატი მსოფლიო ლიგებს შორის 46-ეა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს საფეხბურთო ლიგების რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღნიშნული ორგანიზაციის აზრით, საქართველოს ჩემპიონატი მსოფლიო ლიგებს შორის 46-ე ადგილს იკავებს და ამ პოზიციას ლატვიასა და უნგრეთთან ინაწილებს.

ნებისმიერი რეიტინგის მსგავსად, კამათი ამ სიაზეც შეიძლება, თუმცაღა 46-ე პოზიცია არცთუ ურიგო მაჩვენებელია.

IFFHS ჩვენს უმაღლეს ლიგას პოლონეთზე, ავსტრალიაზე, უზბეკეთზე, სლოვენიაზე, ბულგარეთზე, ჩინეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და სხვებზე მაღლა აყენებს.

საუკეთესო ათეული კი ასეთია:

1. ესპანეთი
2. ბრაზილია
3. გერმანია
4. იტალია
5. ინგლისი
6. არგენტინა
7. საფრანგეთი
8. ჰოლანდია
9.
პარაგვაი
10. ჩილე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს ჩემპიონატს პოლონეთის ჩემპიონატზე მაღლა აყენებენ? : )) ინგლისი 5–ზე. სასაცილო რეიტინგია.
zangura
12:41 09-01-2013
0
ინგლისის ჩემპიონატი რომ მე-5 ადგილზე იქნება იმ შედეგებს რა ვუთხარი! უკვე გასაგებია რატომაც არის საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ სახარბიელო 46-ე ადგილზე.
odala
12:14 09-01-2013
0

სიახლეები პოპულარული