თურქეთის ზღვისპირა კურორტზე გიორგი ყიფიანის გუნდი 1 თებერვალს გაემგზავრება.
უკვე ცნობილია იმ კლუბების ვინაობაც, რომლებთანაც "მეტალურგი" საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ესენია: პოლონური "გურნიკი", უკრაინული "ვორსკლა", რუსული "მეტალურგი" და მოლდოვური "აკადემია".
ქვემოქართლელები თურქეთში მეხუთე სპარინგსაც გამართავენ. ბოლო მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, "მეტალურგი" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა და ევროასპარეზზე გასვლის ერთადერთ გზად თასის გათამაშებაში წარმატებაღა დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"