გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის კენჭისყრა გაიმართა. საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პირველობა ოთხ წრედ გაიმართება: პირველი ეტაპი იწყება 6-7 აგვისტოს და მთავრდება 12 დეკემბერს. მეორე ეტაპის პირველი ტური 12-13 თებერვალს ჩატარდება და 27 მაისს ჩემპიონატი მთავრდება. მოგეხსენებათ, დიდთოვლობის გამო, თებერვალში რამდენიმე მატჩი გადაიდო და ამ პერიოდში ჩემპიონატის განახლება მიზანშეუწონლად ჩაითვალა - თებერვალში სტადიონები მოუმზადებელია, ბალახის საფარი არასასურველ მდგომარეობაშია და გამოითქვა მოსაზრება, რომ მეორე ეტაპი თებერვლის ბოლოს ან მარტის
კაკულიას თქმით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მარტში სანაკრებო შეკრებებია დაგეგმილი და დროს ვერ დაკარგავენ, რადგან ახალ ჩემპიონატში 36 ტურია გასამართი. მჭიდრო გრაფიკი კი ამხელა პაუზის უფლებას არ ტოვებს - სანაკრებო შეკრებების გამო კი, ფაქტობრივად, თვე-ნახევარზე მეტი უქმეა. თუმცა, ეს ფაქტია, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.
კაკულიას თქმით, კალენდარი I-III და II-IV წრეებში იდენტური იქნება, როგორც ეს ზოგადად ბერგერის სისტემითაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საქართველოს ჩემპიონატზე და თასზე ამიერიდან ყვითელი ბარათები დაითვლება არა ერთად (როგორც ადრე იყო), არამედ ცალ-ცალკე. ეროვნულ თასზე, მოთამაშე შეხვედრას ორი ყვითელი ბარათის შემდეგ გამოტოვებს, ჩემპიონატში კი - სამის შემდეგ.
მერაბ მამულაშვილი
საქართველოს ჩემპიონატი. I წრის კალენდარი
I ტური
დინამო (თბილისი)-სპარტაკი (ცხინვალი)
ზესტაფონი (ზესტაფონი)-ტორპედო (ქუთაისი)
ოლიმპი (რუსთავი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი)
ბაია (ზუგდიდი)-სიონი (ბოლნისი)
კოლხეთი (ფოთი)-სამტრედია (სამტრედია)
სრულად "ლელოს" სამშაბათის ნომერში