რეზო სექტემბერში დანიის "ორჰუსში" ისინჯებოდა, მაგრამ კლუბი მცირე ტკივილების გამო დატოვა. მკურნალობის შემდეგ, ექიმმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში აუკრძალა. ამის მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს მოედანზე დაბრუნების იმხელა სურვილი აღმოაჩნდა,
ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჩემპიონის შემადგენლობაში გუშინ მეორედ ივარჯიშა. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც 24 ოქტომბერს რუსთავში გაიმართება. ცხადია, ეს ბარაბაძის მომზადებაზე იქნება დამოკიდებული.
გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ რეზოს მცირე კომენტარი ჩამოვართვით.
- რეზო, როგორც შვეიტყვეთ, "ილიმპში" ჩაირიცხე.
- უფრო სწორედ, კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ ამ დღეებში მოვაწერ ხელს.
- "ოლიმპში" რა ხნით დარჩები?
- ჯერ სეზონის ბოლომდე შევთანხმდით, დეკემბრის შემდეგ კი თავიდან დავილაპარაკებთ. თუკი უცხოეთში არ წავედი, საქართველოში სეზონს აქ დავასრულებ. სტაბილური საკლუბო კარიერა ძალიან მჭირდება. მინიმუმ ერთი წლით რომელიმე კლუბში უნდა დავრჩე, რადგან ერთიდან მეორეში ხშირმა მოგზაურობამ ძალიან დაღალა და ეს ჩემს სათამაშო ფორმაზეც აისახა. თუმცა, ხომ იცით, რუსეთიდან ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემებმა სხვა გზა არ დამიტოვა. ერთი თვე ვვარჯიშობდი, ერთი თვე ვიზას ველოდი. შემეძლო ამ პრობლემის მოგვარება რუსეთის პასპორტის აღებით შემეძლო, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვეღარ ვითამაშებდი. საკლუბო კარიერას კი სანაკრებოზე წინ ვერ დავაყენებდი.
- მცირე ხნის წინ გვითხარი, რომ ექიმი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშს არ გირჩევდა – აქედან გამომდინარე, "ოლიმპში" თქვენი მისვლა მოულოდნელი იყო.
- ამაზე ბევრი ვიფიქრე, რეკომენდირებული მართლა არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც რუსთავში თამაში ვამჯობინე. უკვე ამინდებიც აირია, მოედნები არსად ვარგა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბევრი გუნდი ივარჯიშებს. ამ ხალიჩებიდან კი, "ოლიმპის" მოედანი კიდევ ყველას ჯობია. თანაც, გუნდი ჩემპიონია, ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და "ოლიმპში" თამაში ამ ფაქტორებმა გადამაწყვეტინა. მეორე დღეა გუნდთან ერთად ვვარჯიშობს.
- ვარჯიშის დროს, ძველმა ტკივილმა ხომ არ შეგახსენა თავი?
- საბედნიეროდ, ტკივილი არ მიგრძვნია. სხვათაშორის, 17 წლის შემდეგ, ხალიჩაზე არ მივარჯიშია. რუსთავის მოედანი საკმაოდ მომეწონა და შიშიც გამიქრა.
- სათამაშოდ მზად ხარ?
- ნორმალურ მდგომარეობაში ჯერ არ ვარ. სამი კვირა გამიცდა და ბუნებრივია, უვარჯიშებლობამ კვალი დამატყო. თუმცა, ვფიქრობ, ხუთი-ექვსი დღის შემდეგ, სათამაშოდ მზად ვიქნები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"