სად ითამაშებს სპარტაკი?

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში გაირკვევა, სად ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ცხინვალის "სპარტაკი". პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეს-ატაშე მიხეილ აბაიშვილმა გვაცნობა, რომ ცხინვალელთა კლუბის ხელმძღვანელობას გორში დაბრუნება და ძველებურად, "ქართლის" სტადიონზე თამაში სურს.

"წლევანდელ სეზონში, ცხინვალელთა საშინაო არენა მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი იყო და პირველი წრის ყველა საშინაო მატჩი იქ გამართეს. თუმცა, როგორც გვითხრეს, ფინანსური პრობლემებისა და საარენდო დავალიანების გამო, "მიხეილ მესხზე" თამაშს ვეღარ გააგრძელებენ და გვთხოვეს, სულ მცირე, პირველი ეტაპის ბოლომდე მოწინააღმდეგეების გორში "ქართლის" "ქართლზე" მიღების უფლება დავრთოთ. ამის თაობაზე გუნდის ხელმძღვანელობამ პროფესიული
ფეხბურთის ლიგას ოფიციალური წერილით აცნობა და. თუმცა, სტადიონს ლიცენზია არ გააჩნია და ამის გამო ლიგა საკითხს განიხილავს", - გვითხრა აბაიშვილმა.

"ქართლის" სტადიონს ლიცენზია რომ არ გააჩნია, ეს ფეხბურთის ფედერაცის ლიცენზირების განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ გვითხრა: "ლიცენზირების კომიტეტი იძლევა დასკვნას სტადიონის მდგოამრეობის შესახებ, რაც "ქართლის" შემთხვევაში წინა სეზონის შემდეგ ცალსახად უარყოფითი იყო - ესაა შემოღობილი მოედანი და არა სტადიონი. ის ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. უბრალოდ, ლიცენზირებსი კომიტეტსი შეფასება საბოლოო ვერდიქტს არ ნიშნავს და შეჯიბრების ჩამტარებელი წყვეტს, ასეთ სარბიელზე მისცეს თუ არა გუნდს ჩემპიონატის მატჩის გამართვის უფლება. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ უეფაში მზადდება გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მალე სტადიონისა და ზოგადად საკლუბო ლიცენზირება გადაიკვეთება და საბოლოო მონახემებში აისახება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული