"ვიტ ჯორჯიამ" წლის პირველი სპარინგი გამართა და დამაჯერებლად მოიგო

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" წლის პირველი სპარინგი გამართა. "მცხეთა პარკზე" ვეტერინარებს პირველი ლიგის ბინადარი სტუ ეწვია.

მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. ანგარიში 22-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე მანვე ანგარიში ორამდე გაზარდა.

სტუმართა კარში მესამე გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე გიგა ჯუღელმა გაიტანა.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: დაუშვილი - ხურცილავა, გეთიაშვილი, ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი - გურეშიძე, ვასაძე, ჯანელიძე, კორიფაძე - კუხალეიშვილი.

მეორე ტაიმში: რეჭია - კალანდია, გოგიაშვილი, ადამაძე, ტეტუნაშვილი, იაშვილი - დავლაშელიძე, ღიბრაძე, გაბრიჭიძე, ჯუღელი - ლობჯანიძე

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული