ვიდრე უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ორმა ახალმა ლეგიონერმა ითამაშა - 31 წლის ესპანელი მცველის, ორიოლ ლოსანო ფარანის უკვე გიამბეთ, მეორე გასასინჯი ფეხბურთელი კი გვატემალის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, 20 წლის ჰენრი ლოპესი გახლავთ.
"ზესტაფონის" ვებგვერდის ცნობით, პირველი ტაიმი ქართველების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს.
ყველაზე ახლოს მიზანთან თორნიკე გორგიაშვილი და ორიოლ ლოსანო იყვნენ.
მეორე
84-ე წუთზე "ზესტაფონს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ავთო ენდელაძის დარტყმა მეტოქის კარის ძელს მოხვდა.
"ზესტაფონს" მცირე ტრავმების გამო როინ კვასხვაძე, თედო და თორნიკე გრიგალაშვილი, გურამ სამუშია, მიხეილ სარდალიშვილი, დავით რაჟამაშვილი და მოჰამედ რეკრუკი აკლდნენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და შემდეგი სპარინგისთვის, სავარაუდოდ, ყველა მწყობრში იქნება.
3 თებერვალს "ზესტაფონი" მორიგ საკონტროლო შეხვედრაში პოლონურ "რუხს" გაეჯიბრება.
1 თებერვალი. ამხანაგური მატჩი
ზესტაფონი-ყარაბახი 0:2
0:1 ბლედა (50), 0:2 მუარემი (75)
ზესტაფონი: მეშველიანი, თ. ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, ბენაშვილი, გორგიაშვილი, იელიჩი, აფციაური, ბაბუნაშვილი, წინამძღვრიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: შარიქაძე, კუტალია, ჭანკოტაძე, ლოპესი, ენდელაძე, ჭანტურიშვილი.
ყარაბახი: ვარვოდიჩი, იაგუბლუ, ჰუსეინოვი, ჰაშიმოვი, ხალილზადე, იუსუფოვი, ბილალი, ისგანდაროვი, აბდულოვი, მუსაზადე, ბლედა.
შეცვლაზე შევიდნენ: ველიევი, გურბანოვი, სადიგოვი, ტელი, აგოლი, აჰმადოვი, ისმაილოვი, მუარემი, ალმეიდა, სუბაშიჩი.
Video
ზესტაფონი - ყარაბახი 0:2
ზესტაფონი - ყარაბახი 0:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონს" ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო შეუერთდა
ლევან კუტალია: საქართველოდან ნაადრევად წასვლით შეცდომა დავუშვი...
"ზესტაფონის" სპარინგ-პარტნიორები თურქულ შეკრებაზე ცნობილია
კახა კაჭარავა: ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება