ზუგდიდელთა პირველი სპარინგი წარმატებული გამოდგა

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" ბევრ უმაღლესლიგელთან შედარებით, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება ოდნავ მოგვიანებით დაიწყო და პირველი ამხანაგური შეხვედრაც მხოლოდ ახლა გამართა.

ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა "ბაიას" ბაზაზე პირველლიგელ ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

"ზუგდიდი" შოთა ლომიამ დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში ლევან წურწუმიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე ბურთი ხობელთა კარში ახალგაზრდა გიორგი ბულიამ გაიტანა.

სტუმრები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც "ზუგდიდის" სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში გამწესებული ყველა ფეხბურთელი შეცვალა.

"კოლხეთის" თავდამსხმელმა გელა ლომაიამ დუბლი შეასრულა.

ზუგდიდი-კოლხეთი
(ხ) 3:2

ზუგდიდი: ძაგანია, კანკია, აფაქიძე, აკობია, რ. ონიანი, ტყემალაძე, სიხარულია, გუგუჩია, შ. ლომია, გაბედავა, ქობალია
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, ქვარცხავა, აქუბარდია, ხუხია, გამრეკლიძე, ხუბუა, ქანთარია, წურწუმია, ეხვაია, ფარჯიკია, ბულია

კოლხეთი: გელაშვილი, გ. გოგენია, კ. გოგენია, ლ. გოგენია, ქაშიბაძე, ბუკია, მეფიშვილი, ცობეხია, გაბრავა, ლომაია, ფირცხელავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული