"ზუგდიდი"-"გურია" 0:0 - ნულოვანი, მაგრამ საინტერესო

AutoSharing Option
ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე, ერთმანეთს ამხანაგურად უმაღლესლიგელი "ზუგდიდი" და პირველლიგელი ლანჩხუთის "გურია" დაუპირისპირდნენ.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა, თამაში არცთუ უინტერესო სანახავი გამოდგა.

"ზუგდიდის" შემადგენლობიდან ქობალია, ეხვაია და ლომია აქტიურობდნენ, სტუმართაგან კი ჩალაძე გამოირჩეოდა. გამარჯვების გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს მაინც ირაკლი ქობალია იყო, რომელმაც მატჩის მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

შესვენებისას "ზუგდიდის" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა ძირითად შემადგენლობაში გამწესებული ყველა ფეხბურთელი შეცვალა.

როგორც იცით, რამდენიმე დღეში ზუგდიდელები შეკრებაზე ანტალიაში მიემგზავრებიან.

ამხანაგური მატჩი
ზუგდიდი. ბაიას ბაზა
ზუგდიდი-გურია 0:0
ზუგდიდი: ძაგანია, აფაქიძე,
აქუბარდია, აკობია, რ. ონიანი, ტყემალაძე, სიხარულია, შ. ლომია, ეხვაია, გუგუჩია, ქობალია
შეცვლაზე: მაქაცარია, ხუბუა, ხუხია, ფარჯიკია, წურწუმია, გაბედავა, ქვარცხავა, გამრეკლიძე, ქანთარია, კანკია, მალანია

გურია: ძაძამია, ჩუენსუ, მაისაშვილი, ჯანგიძე, სალარიძე, ვართაგავა, გოგობერიშვილი, კუკულაძე, დარჩიძე, ჩალაძე, კვერენჩხილაძე
შეცვლა: მაჩაიძე, შენგელია, გოგიბერიძე, ჭეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული