კარიერის განმავლობაში მას უთამაშია როგორც სერბულ, ასევე საზღვარგარეთულ კლუბებში. სამშობლოში მას "ობილიჩის", "რადნიჩკის", "ბანატისა" და ბსკ-ის ღირსება დაუცავს, ორი სეზონი კი კვიპროსულ "ეთნიკოსში" გაატარა.
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მილუტინოვიჩს ანტალიაში დარჩენილ საკონტროლო მატჩებში დააკვირდება და მის თაობაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
"ზესტაფონის" ფეხბურთელებმა ანტალიის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და საწვრთნელი პროცესი განაგრძეს.
9 თებერვალს ფეროელები პოლონურ "ლეხიას" გაეჯიბრებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ზესტაფონი" თურქეთში "ვორსკლას" დაუზავდა